Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

ღონისძიებები

ყველა დაგეგმილი ჩატარებული
ONEREPUBLIC

05.12.2022
ONEREPUBLIC
One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა.

ვრცლად
L'Imperatrice

15.08.2022
L'Imperatrice
15 აგვისტოს Black Sea Arena-ის ეზოს Front Stage-ი L'Impératrice-ის კონცერტს უმასპიძლებს. Front Stage-ი Black Sea Arena-ის ექსპერიმენტული სცენაა და ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ვრცლად
Pleasure Hunters

15.08.2022
Pleasure Hunters
15 აგვისტოს, Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ი L'Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტის შემდეგ კი სოციალურ სივრცის მაგიურ გარემოში გეპატიჟებით, სადაც მიღებული ემოციების გაზიარება, განტვირთვა და სოციალური სივრცის რეზიდენტი არტისტების პროექტის, Pleasure Hunters-ის გამორჩეული მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ.

ვრცლად
ფოლკლორის ფესტივალი
07.09.2019
ფოლკლორის ფესტივალი
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის 7 სექტემბერს გაიხსნება.

ვრცლად
ჩხიკვთა ქორწილი
01.09.2019
ჩხიკვთა ქორწილი
პირველ სექტემბერს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.

ვრცლად
ოპერა გალა
25.08.2019
ოპერა გალა
ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.

ვრცლად
აიდა ( Arena Di Verona )
23.08.2019
აიდა ( Arena Di Verona )
ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.

ვრცლად
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო
17.08.2019
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო
კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება.

ვრცლად
Thirty Seconds To Mars
13.08.2019
Thirty Seconds To Mars
Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა "Attack","The Kill", "From Yesterday" და "A Beautiful Lie“. კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars-მა მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5 წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა. სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

ვრცლად
Jessie J
06.08.2019
Jessie J
ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა "Price Tag", "Domino" და "Laserlight" - კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ვრცლად
Black Eyed Peas
16.06.2019
Black Eyed Peas
16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ვრცლად
ROBERT PLANT AND THE SENSATIONAL SPACE SHIFTERS
19.07.2018
ROBERT PLANT AND THE SENSATIONAL SPACE SHIFTERS
ინგლისელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის ლეგენდამ Robert Plant- მა სოლო კარიერა 1980 წელს, ბენდის დაშლის შემდეგ დაიწყო.

ვრცლად
SIR ELTON JOHN
30.06.2018
SIR ELTON JOHN
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და წარმატებული სოლო არტისტი Sir Elton John ბრიტანელი შემსრულებელი, პიანისტი და კომპოზიტორია.

ვრცლად
ENNIO MORICONE
19.05.2018
ENNIO MORICONE
სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენის" სცენაზე კონცერტი საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართა.

ვრცლად
Gipsy Kings
18.08.2017
Gipsy Kings
Gipsy Kings 1978 წელს არლში, საფრანგეთში დაარსდა. ბენდის წევრების ფრანგული წარმომავლობის მიუხედავად ისინი ესპანური კულტურული მუსიკის შემსრულებლები არიან

ვრცლად
Eric Benét with CeeLo - Soul Night
10.08.2017
Eric Benét with CeeLo - Soul Night
ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Ceelo Green- მა კარიერა 1991 წელს ბენდთან Goodie Mob- თან ერთად დაიწყო

ვრცლად
KATIE MELUA
23.07.2017
KATIE MELUA
ქეთი მელუამ აქტიური მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო და დღეისთვის მას 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ის ორი Echo Awards-ის მფლობელია. პოპვარსკვლავს 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ვრცლად
Aerosmith
20.05.2017
Aerosmith
“აეროსმიტი” 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16 ჯერ იყო წადგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო.

ვრცლად
Scorpions
20.08.2016
Scorpions
გერმანული როკ ბენდი Scorpions ბევრი მელომანისთვის უკვე ითვლება როკ მუსიკის ერთ-ერთ ლეგენდად. ბენდის ყველაზე ცნობილი ჰიტი Winds of Change, რომელიც 1980-90- იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ინსპირაციით შეიქმნა.

ვრცლად
Vanessa-Mae
06.08.2016
Vanessa-Mae
ბრიტანელი მევიოლინე და კომპოზიტორი Vanessa May ცნობილია მისი განსაკუთრებული უნარებით, რადგან 4 წლის ვირტუოზმა უკვე იცოდა ვიოლინოზე დაკვრა.

ვრცლად
Christina Aguliera
30.07.2016
Christina Aguliera
კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

ვრცლად
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა