Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

2023-08-05

Nile Rodgers & Chic



ინფორმაცია
  • 05.08.2023
  • 21:00
  • 100 ₾


ღონისძიების აღწერა

5 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ამერიკელ მუსიკოსს და პროდუსერს, Nile Rodgers და მის ბენდს Chic უმასპინძლებს.

4 გრემის მფლობელი Nile Rodgers დისკო მოძრაობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდუსერია, რომელმაც პოპ-მუსიკის ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა. 70-იან წლებში დაფუძნებულ ბენდ Chic-თან ერთად მან ისეთი საკულტო კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა Le Freak, I Want Your Love, Good Times და სხვა, რომელთაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს დისკო კულტურის აღორძინებას.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნაილ როჯერსის, როგორც პროდუსერის და მენტორის მოღვაწეობა, რისი შედეგიცაა Diana Ross-ის Upside Down, David Bowie-ის Let's Dance, Madonna-ს Like a Virgin და Daft Punk-ის Get Lucky. ეს სია უსასრულოდ გრძელდება და სხვადასხვა დეკადას თუ კონტინენტს კვეთს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკელი მუსიკოსის უნარს შექმნას ყველა თაობისთვის ღირებული მუსიკა.

ბენდ Chic-თან ერთად ნაილ როჯერსი ყველა თაობისთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულეს და Front Stage-ს სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თუ რამდენად მაგიურია მუსიკის ძალა.

ღონისძიების დაწყებამდე Black Sea Arena Front Stage - ს ნინი ნუცუბიძე და ნიკალა დაიკავებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი Afterparty მუსიკოსთა პარკში მდებარე სოციალურ სივრცეში გაიმართება, სადაც სივრცის რეზიდენტი არტისტის Soilance - ს მოსმენას შეძლებთ.
 

ღონისძიების დასაწყისი: 21:00

კარები გაიხსნება: 19:00

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.

კომენტარები
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი