Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

ვინ ვართ ჩვენ ?

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.

ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა.ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

ყველა ეს დეტალი "ბლექ სი არენას" შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს არქიტექტურულ სივრცეში დიდი აღიარება მოიპოვა და “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში. აღნიშნულ დაჯილდოებაზე პრიზები მხოლოდ იმ პროექტებს გადაეცემათ რომლებსაც წვლილი საერთაშორისო დიზაინის ლანდშაფტში შეაქვთ. შენობა გერმანული არქიტექტურული კომპანია Drei Architekten-ის მიერ არის დაპროექტებული, რომელიც 50 წელია ბაზარზე ოპერირებს და საერთო ჯამში 30 საერთაშორისო თუ ლოკალური ჯილდოს მფლობელია. 

"ბლექ სი არენადან" 2 წუთის სავალზე "მუსიკოსთა პარკი" მდებარეობს. სხვადასხვა უნიკალური მცენარეებით და ძეგლებით სავსე პარკი 2016 წელს გაშენდა და მას შემდეგ ტურისტების ყურადღების ცენტრშია. პარკში წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორების რაოდენობა.

"მუსიკოსთა პარკის" გავლით კიდევ ერთ დაუვიწყარ ადგილას "სოციალურ სივრცეში" აღმოჩნდებით. სივრცის მიზანია ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. გარემო, ჰაერი, საკვები, აქტივობები - "სოციალურ სივრცეში" ამ ყველაფრის იდეალური ნაზავია ადამიანის სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის.



როგორ მოვხვდეთ არენაზე?

“ბლექ სი არენაზე” მოხვედრა როგორც ავტომობილით, ასევე სარკინიგზო ტიპის სატრანსპორტო საშუალებით, მარტივად  შეგიძლიათ. მომხმარებლის კომფორტიდან გამომდინარე, “ბლექ სი არენა” საკონცერტო დღეებში თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებს ნიშნავს, რომლის დახმარებითაც სასიამოვნოდ იმგზავრებთ პირდაპირ საკონცერტო დარბაზისკენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენ საკომუნიკაციო არხებს.

სად დავრჩეთ?

შეკვეთილში მდებარე “ბლექ სი არენა” საქართველოს პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებთან ახლოს იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის გატარება შეგიძლიათ როგორც შეკვეთილში არსებულ სასტუმროებში და გესთჰაუსებში, ასევე ახლოს მდებარე კურორტების ტერიტორიაზე, რომელთა შორისაა, ბათუმი, ქობულეთი, კაპროვანი, გრიგოლეთი და ურეკი. 

 

ღირშესანიშნაობები

თუ მწვანე პეიზაჟების მოყვარულიც ხართ, შესანიშნავი შანსი გაქვთ ახლომახლო ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. სულ  მცირე ხნის სავალზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბახმარო და გომის მთა, რომლებიც რეგიონის მრავალფეროვან ეკოსისტემასთან დაგაახლოებთ.



არენის წესები

 

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე www.bsa.ge,   საკონცერტო სეზონის პერიოდში კი ბლექ სი არენის სალაროც იფუნქციონირებს. ღონისძიებაზე დასასწრებად მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის საშუალებით, მთავარია გარკვევით იკითხებოდეს ბილეთზე დატანილი QR კოდი; აკრძალულია შეძენილი ბილეთის გაყიდვა მესამე პირებზე და ასევე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე; ყოველგვარი ინციდენტის პრევენციის მიზნით სასურველია ბილეთის შენახვა ღონისძიების დასრულებამდე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება. 

ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის მფლობელს, ღონისძიების გაუქმების გამოცხადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი მომართვის საფუძველზე შეეძლება ბილეთის საფასურის დაბრუნება. ღონისძიების გაუქმებიდან 90 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ მომართვის შემთხვევაში, ბილეთის საფასური არ დაბრუნდება. გაითვალისწინეთ, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ბილეთის ნომინალური ღირებულება. ბილეთების საფასური ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბილეთის მფლობელის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა ბილეთის შეძენისას. ბილეთის მფლობელებმა, რომლებმაც ბილეთი შეიძინეს სალაროში, ბილეთების საფასურის ასანაზღაურებლად, მომართვას თან უნდა დაურთონ საბანკო რეკვიზიტები.

ბილეთების კორპორატიული შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიას უნდა დაუკავშირდეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];


 

ბლექ სი არენას დარბაზის ათი ათასობით სტუმარს შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებიც არიან,  რომელთაც არა მხოლოდ ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებას ვთავაზობთ, არამედ გვსურს  მათ  წარუშლელი საკონცერტო მოგონებების შექმნაში დავეხმაროთ. შშმ პირებისათვის (ეტლით მოსარგებლეთათვის) განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ  მისამართზე: [email protected] 


ჩვენს ღონისძიებებზე  6 წლამდე ასაკის ბავშვის დასწრება უფასოა, თუკი ის დამატებით სავარძელს არ საჭიროებს. თქვენს ბავშვებთან ერთად კომფორტული გართობისათვის კი  გთავაზობთ საბავშო „უსაფრთხოების სამაჯურს“, რომლის მიღებაც შესაძლებელია ჩვენს საინფორმაციო ცენტრში. „უსაფრთხოების სამაჯურზე“ დატანილი იქნება თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემთხვევით ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა მარტივად შეძლოთ. ბავშვების უსაფრთხო გართობისთვის რეკომენდირებულია ყურის საცობების გამოყენება, რადგან ხმამაღალი მუსიკა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი პატარების სმენისთვის.


ჩვენთვის არენის ყველა გულშემატკივრის და სტუმრის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი დაცვის სამსახური მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის შრომობს, ასე რომ, გთხოვთ ითანამშრომლოთ მათთან, დაემორჩილოთ უსაფრთხოების თანამშრომლის მითითებებს და საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შესვლის წინ გაიაროთ შემოწმება. გახსოვდეთ, რომ  მომხმარებლის ქცევა ღონისძიებაზე უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ ნორმებსა და ეთიკას, უნდა იყოს კორექტული და პატივი უნდა სცეს საკონცერტო დარბაზის  თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს  და საკონცერტო დარბაზის ქონებას; ჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას მომხარებელს მოსთხოვოს საკონცერტო დარბაზის ტერიტორიის დატოვება ბილეთის ღირებულების ანაზღაურების გარეშე.


 

ყოველ ღონისძიებაზე ბლექ სი არენას კარები ვიზიტორებისთვის 3 საათით ადრე იღება. შესაბამისად, გირჩევთ დროულად მოხვიდეთ ტერიტორიაზე, რათა მშვიდათ იპოვოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი, მიაგნოთ ბილეთზე მითითებულ შესასვლელს (Gate), საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შემოსასვლელად გაიაროთ შემოწმება და რაც მთავარია, რიგებს თავი აარიდოთ.  გვერწმუნეთ, კონცერტის დაწყებამდე ვერ მოიწყენთ, რადგან ეზოში არაერთი ფოტო ზონა და რაც მთავარია „ფრონთ სთეიჯი“ დაგხვდებათ. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ ერთხელ სკანერდება, ამიტომ ტერიტორიიდან გასვლას და მეორედ შემოსვლას ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ ტერიტორიიდან გასვლა აუცილებელია, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საინფორმაციო ცენტრს. ასევე სასურველია საკონცერტო დარბაზში მოსვლამდე გაეცნოთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალს და გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი საკვები პროდუქტის და სასმელის შეტანა.


 

ყოველი ჩვენთაგანის უსაფრთხოებისთვის საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აკრძალულია შემდეგი ნივთების შემოტანა, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი აუცილებელია გაეცნოთ ჩვენს წესებს და პირობებს (terms and conditions): თუ ქვემოთ ჩამოთვლილი აკრძალული ნივთებიდან თქვენ გაქვთ რომელიმე და არ იცით სად წაიღოთ, ასეთი შემთხვევებისთვის გვაქვს შემნახველი საკნები და შეგიძლიათ ეს სერვისი გამოიყენოთ.

  • ცეცხლსასროლი იარაღი, ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგნები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცივი იარაღი;
  • ფოიერვერკები და პიროტექნიკა, სასიგნალო რაკეტები, მაშხალები; ყველანაირი ასაფეთქებელი, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეიცავს მათ;
  • ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებები;
  • ადვილად აალებადი ნივთები, ცეცხლსაშიში ნივთები, აეროზოლები, სითხეები და სითხის კონტეინერები, რომლის მოცულობა აღემატება 500მლ (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
  • ლაზერული კალმები, ლაზერული მიზან მაჩვენებლები, ან მსგავსი კონცენტრირებული დასხივების ხელსაწყოები;
  • დრონები და სხვა მართვადი მფრინავი საშუალებები;
  • პროფესიონალური ფოტო/კინო/ვიდეოკამერები, სელფის ჯოხი და მსგავსი აქსესუარები;
  • დიდი ზომის ჩანთები (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
  • სარეკლამო ფლაერები, ბროშურები, გათამაშების ბილეთები და სხვა სარეკლამო პროდუქცია;
  • ყველანაირი ნაცისტური და კანონით აკრძალული სიმბოლიკის შემცველი ნივთი, რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური კუთვნილების ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისკენ ან/და შეურაცხყოფისკენ; 
  • ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები (საყვირი, ზარი, ვუვუზელა)

 

თქვენი დამატებითი კომფორტისთვის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია შემნახველი საკნები, რომლით სარგებლობაც ყველა ვიზიტორს შეუძლია. შემნახველი საკნის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ცენტრს, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაჯარიმდებით 10 ლარის ოდენობით.


თუ დაკარგეთ და იპოვეთ ნებისმიერი ნივთი კონცერტის დაწყებამდე, მსვლელობისას თუ შემდეგ, არ აღელდეთ - ჩვენ აქ ვართ თქვენს დასახმარებლად, ამისათვის კი საჭიროა ჩვენს საინფორმაციო ცენტრს მიმართოთ. ამავდროულად გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები დაკარგულ და მოპარულ ნივთებზე.


 

კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ჯგუფი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ყოველთვის ხელმისაწვდომია. ღონისძიების მსვლელობის პარალელურად ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. ასე რომ, თუ გაქვთ რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, აცნობეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს. 


საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე მოქმედების საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში;


 



  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა