2019-09-01
პირველ სექტემბერს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა, მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ პირველად გაიმართა და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა, რადგან ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რეიტინგული პროექტი 2019 წელს ისევ უბრუნდება „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულ სცენას.