2019-09-07
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის 7 სექტემბერს გაიხსნება. შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.