Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

ხშირად დასმული კითხვები

გაიყიდება თუ არა ბილეთები კარზე?
საკონცერტო სეზონის დროს, ბლექ სი არენას ტერიტორიაზე 10:00-დან 20:00-მდე ფუნქციონირებს სალარო, სადაც ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. თუმცა თუ კონკრეტული კონცერტის ბილეთები ამოწურულია, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით
რა ასაკიდან სჭირდება ბავშვს ბილეთი?
თუ თქვენ თქვენს შვილთან ერთად ღონისძიებაზე დასწრება გადაწყვიტეთ, 6 წლამდე ბილეთის ყიდვა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვისთვის არ იქნება ცალკე სკამი გამოყოფილი და ის მშობლის ან მეურვის კალთაში უნდა იჯდეს.
როგორ ვიყიდოთ ბილეთები კორპორატიულად?
თუ თქვენ გაქვთ სურვილი კორპორატიულად შეიძლინოთ ბილეთები, დაგვიკავშირდით მითითებულ მეილზე [email protected]
შეუძლია თუ არა სხვა ჩემი ბილეთის გამოყენება?
თუ რაიმე მიზეზით კონცერტზე მოსვლას ვერ ახერხებთ და გსურთ თქვენი ბილეთი ვინმეს გადასცეთ, ეს შესაძლებელია.
დაკარგეთ ან მოგპარეს ბილეთი?
ბილეთის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კონცერტის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 საათისა. ასეთ შემთხვევაში ვეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ.
რას მოიცავს ვიპ ბილეთები?
ვიპ ბილეთი მოიცავს არენის ტერიტორიაზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილს მანქანის პარკირებისთვის, დამოუკიდებელ შესასვლელს, რომლის მეშვეობითად თავს აარიდებთ რიგებს, ასევე თქვენს განკარგულებაში იქნება სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი ვიპ სივრცე და რაც მთავარია გექნებათ ადგილი არენის ცენტრალურ ადგილას.
შესაძლებელია თუ არა ბილეთის გადაყიდვა?
ბილეთის მესამე პირზე გაყიდვა აკრძალულია და ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო გართულებაზე ბლექ სი არენა პასუხისმგებლობას არ იღებს.
როგორ მოვხვდეთ არენაზე?
თუ არენაზე სტუმრობა გადაწყვეტილი გაქვთ მეგობრებთან ერთად და არ გსურთ ტერიტორიაზე მანქანით მოსვლა, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს მიერ დანიშნული სპეციალური ავტობუსის რეისებით, რომლებიც თბილისიდან და ბათუმიდან ივლის. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს რკინიგზის მომსახურებით. შეგახსენებთ რომ საკონცერტო დარბაზის უკან (ფეხით 10 წუთის გზაზე) მდებარეობს ბლექ სი არენას ბაქანი.
შესაძლებელია თუ არენაზე ჩვილი ბავშვით მოსვლა?
თუ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი პატარით კონცერტზე დასწრება, ეს შესაძლებელი. ტერიტორიაზე თავისუფლად შეძლებთ საბავშო ეტლით შემოსვლას, სველი წერტილები აღჭურვილია ბავშვის მოსაწესრიგებელი (საფენის შესაცვლელი) სივრცით. კონცერტის მსვლელობისას საბავშო ეტლის შენახვა შესაძლებელია არენის საინფორმაციო ცენტრში.
შესაძლებელია თუ არენაზე შინაური ცხოველით მოსვლა?
ჩვენც არანაკლებ გვიყვარს შინაური ცხოველები, თუმცა ბლექ სი არენის ტერიტორიაზე შინაური ცხოველის მოყვანა აკრძალულია.
როგორ მოვიქცე ნივთის დაკარგვის შემთხვევაში?
თუ კონცერტის მსვლელობისას დაკარგეთ რამე და მაშინვე არ გიცნობებიათ საინფორმაციო ცენტრისთვის, ან უბრალოდ გვიან აღმოაჩინეთ ნივთის დაკარგვის ფაქტი, დაგვიკავშირდით მითითებულ მეილზე და მოგვწერეთ დაკარგული ნივთის მოკლე აღწერილობა.
როგორ გავიაროთ აკრედიტაცია?
თუ გაქვთ სურვილი დაესწროთ და გააშუქოთ ჩვენი ღონისძიება, თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდს, სადაც გამოქვეყნდება აკრედიტაციის სააპლიკაციო ფორმა, შეავსეთ და დაელოდეთ ჩვენს პასუხს.
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა