1. ზოგადი დებულებები
გთხოვთ, სანამ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი.
წინამდებარე „წესები და პირობები“ წარმოადგენს თქვენსა და შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს ვებ-გვერდის გამოყენებას, მისი საშუალებით შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიერ „ბლექ სი არენა“-ს საკონცერტო დარბაზში ორგანიზებული ღონისძიებების ბილეთების შეძენასა და ღონისძიებაზე ქცევის წესებს.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა და მისი საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ გააგრძელებთ www.bsa.ge-ს მოხმარებას ან შეიძენთ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ღონისძიების ბილეთს აღნიშნული განიხილება უპირობო თანხმობად წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“.
2. ტენმინთა განმარტება
2.1 ვებ-გვერდი - bsa.ge - ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების შეკვეთას ან/და მიღებას;
2.2 „ჩვენ“, „კომპანია“ - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ (ს/კ 405158804), საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული საზოგადოება, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი);
2.3 „მომხმარებელი“, „თქვენ“ - პირი, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით ახორციელებს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების შეკვეთას ან/და მიღებას;
2.4 „ღინისძიება“ – კომპანიის მიერ „ბლექ სი არენა“-ს საკონცერტო დარბაზში ორგანიზებული ღონისძიება, რომელზე დასასაწრები ბილეთების შეძენაც შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით;
2.5 „ხელშეკრულება“ - წინამდებარე წესებისა და პირობების ერთობლიობა;
3. მომხრაბელის განცხადებები და გარანტიები
3.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
3.1.1. გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას, ესმის მისი შინაარსი და მასში განსაზღვრული წესები და პირობები არის მისთვის მისაღები;
3.1.2. იგი არის სულ მცირე 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც სრულად აქვს გაცნობიერებული საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსი და აღნიშნული ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგები;
3.1.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადებისას მოქმდებს საკუთარი თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში და არ წარმოადგენს შეცდომაში შეყვანის, ძალადობის, მუქარის ან/და მოტყუების ობიექტს;
3.1.4. გამოიყენებს ვებ-გვერდს მხოლოდ პირადი მიზნებით მომსახურების მისაღებად/ბილეთის შესაძენად. დაუშვებელია კომპანიის თანხმობის გარეშე ვებ-გვერდისა და მისი საშუალებით მიღებული მომსახურების კომერციული მიზნებისათვის გამოყენება;
3.1.5. მის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის არც ერთ ეტაპზე (რეგისტრაცია, გამოყენება, კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა, ბილეთის შეძენა, მიღებული/მისაღები მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რეგისტრაციის გაუქმება) არ არღვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს.
4. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
4.1.1. კომპანიის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით შეთავაზებული მომსახურების მისაღებად/ბილეთის შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე, რისთვისაც უნდა შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია და დაეთანხმოს წინამდებარე წესებს და პირობებს;
4.1.2. რეგისტრაციისათვის აუცილებელ ინფორმაციას წარმოადგენს: სახელი, გვარი, ელექტორნული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, თავად მომხმარებლის მიერ მითითებული დაშვების კოდი;
4.1.3. რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, ვებ გვერდით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე, პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მითითების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე;
4.1.4. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ მითითებული დაშვების კოდის კონფიდენციალურობასა და მისი საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის წვდომის კოდების გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე;
5. ავტორიზაცია
5.1. რეგისტრაციის შემდეგ კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღების/ბილეთის შეძენის მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
5.2. ავტორიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემებით ან სოციალური ქსელის (facebook) ანგარიშით;
6. ბილეთის შეძენა ვებ-გვერდის საშუალებით
6.1. ვებ-გვერდზე ღონისძიების ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ და ავტორიზებულ მომხმარებლებს;
6.2. ვებ-გვერდის საშუალებით ბილეთის შეძენისას საფასურის გადახდა შესაძლებლია Visa/MasterCard პლასტიკური ბარათებით;
6.3. ტრანზაქციის განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები;
6.4. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს მიეცემა ინფორმაცია შეძენილი ბილეთის შესახებ, რომელიც შეინახებ ვერ გვერდზე და ამავდროულად შეტყობინების სახით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
6.5. ვებ-გვერდის საშუალებით თითოეულ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მაქსიმუმ 10 ბილეთი;
6.6. ვებ-გვერდის საშუალებით გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება;
6.7 ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის მფლობელს, ღონისძიების გაუქმების გამოცხადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში შეეძლება ბილეთის საფასურის დაბრუნება. ღონისძიების გაუქმებიდან 90 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ, ბილეთის საფასური არ დაბრუნდება. გაითვალისწინეთ, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ბილეთის ნომინალური ღირებულება. ბილეთების საფასურის ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბილეთის მფლობელის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა ბილეთის შეძენისას. ბილეთის მფლობელებმა, რომლებმაც ბილეთი შეიძინეს სალაროში, ბილების საფასურის ასანაზღაურებლად უნდა მოგვმართონ წერილობით და მომართვას თან უნდა დაურთონ საბანკო რეკვიზიტები.
6.8. ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის საშუალებით;
6.9. აუცილებელია ამოდეჭდილ ბილეთზე ან მის ელექტრონულ ვერსიაზე გარკვევით ჩანდეს QR კოდი;
6.10. მომხმარებელს უფლება აქვს 6 წლამდე ასაკის ბავშვი ღონისძიებაზე შეიყვანოს ბილეთის გარეშე, ბავშვისათვის დამატებითი სავარძლის გამოყოფის მოთხოვნის გარეშე;
6.11. ბილეთების კორპორატიული შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიას უნდა დაუკავშირდეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];
6.12. შშმ პირებისათვის (ეტლით მოსარგებლეთათვის) განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიას უნდა დაუკავშირდეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];
6.13. აკრძალულია შეძენილი ბილეთის გაყიდვა მესამე პირებზე ნებისმიერი გზით;
6.14. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე;
6.15. მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს ბილეთი ღონისძიების დასრულებამდე.
7. ღონისძიებაზე ქცევის წესები
7.1. ღონიძიებაზე მომხმარბელი დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის წარდგენისა და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში;
7.2. მომხმარეველი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ან/და უშუალოდ საკონცერტო დარბაზში შესვლის წინ;
7.3. მომხმარებლის ქცევა ღონისძიებაზე უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ ნორმებსა და ეთიკას, უნდა იყოს კორექტული, პატივი სცეს საკონცერტო დარბაზის გარემოს, თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ წესებს, სხვა მომხმარებლებს, უსაფრთხოების ნორმებს და საკონცერტო დარბაზის ქონებას;
7.4. საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აკრძალულია ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად მომხმარებლის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას;
7.5. მომხმარებელი ვალდებულია დაემორჩილოს უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნას ან/და მითითებას;
7.6. საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აკრძალულია საკვების და სასმლის მოხმარება, თუ ზემოაღნიშნული არ არის შეძენილი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ ბარებში;
7.7. აკრძალულია ნებისმიერი სახეობის ცხოველის შეყვანა საკონცერტო დარბაზის ტერიოტირიაზე;
7.8. აკრძალულია თამბაქოს მოწევა საკონცერტო დარბაზში;
7.9. აკრძალულია საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების შეტანა:
7.9.1. ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია;
7.9.2. ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგნები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცივი იარაღი;
7.9.3. ფოიერვერკები და პიროტექნიკა, სასიგნალო რაკეტები, მაშხალები; ყველანაირი ასაფეთქებელი, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეიცავს მათ;
7.9.4. ადვილად აალებადი ნივთები, ცეცხლსაშიში ნივთები, სითხეები და აეროზოლები;
7.9.5. სარეკლამო ფლაერები, ბროშურები, გათამაშების ბილეთები და სხვა სარეკლამო პროდუქცია;
7.9.6. დიდი ზომის ჩანთები (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
7.97. ლაზერული კალმები, ლაზერული მიზან მაჩვენებლები, ან მსგავსი კონცენტრირებული დასხივების ხელსაწყოები;
7.9.8. დრონები და სხვა მართვადი მფრინავი საშუალებები;
7.9.9. პროფესიონალური ფოტო/კინო/ვიდეოკამერები;
7.9.10. მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები, შესაბამისი ნებართვის გარეშე;
7.9.11. ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებები;
7.9.12. ბოთლები
7.9.13. სითხის კონტეინერები, რომლის მოცულობა აღემატება 50მლ (შესაბამისი შემოწმების გარეშე);
7.9.14. ყველანაირი ნაცისტური და კანონით აკრძალული სიმბოლიკის შემცველი ნივთი, რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური კუთვნილების ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისკენ ან/და შეურაცხყოფისკენ;
7.9.15. წინამდებარე მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას მოსთხოვოს მომხარებელს საკონცერტო დარბაზის ტერიტორიის დატოვება ბილეთის ღირებულების ანაზღაურების გარეშე.
8. შემნახველი საკანი
8.1. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შემნახველი საკნებით;
8.2. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შემნახველ საკნებში დატოვებული ნივთების დაკარგვის შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე;
8.3. შემნახველი საკნის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ცენტრს;
8.4. შემნახველი საკნის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება -10 ლარის ოდენობით.
9. საინფორმაცია ცენტრი
საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე მოქმედების საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში;
10. ინტელექტუალური საკუთრება
თოთოეული გამოსახულება, გრაფიკა, აუდი და ვიდეო კლიპი, გამოსახურება, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, ისევე როგორც მათი ერთობლიობა, ასვე ვებ გვერდის დიზაინი, პროგრამული კოდი და კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და დაცულია ადგილობრივი და საერთაშორისო ინტელექტუალური კანონმდებლობით.
11. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
11.1. ვებ გვერდზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიისათვის, რითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია;
11.2. კომპანიის მიერ დამუშავებული და დაცული ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელი, გვარი, ტელეფონი ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
11.3. კომპანია აგროვებს, ამუშავებს და იცავს პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლების იდენტიფიცირების და სტატისტიკური, ასევე მომხმარებლებისათვის შეძენილი ბილეთის შესახებ ინფორმაციის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სპეციალური შეთავაზებების გაგზავნის მიზნით.
11.4. კომანია უფლებამოსილია გადასცეს მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისათვის:
11.4.1. მომსახურების გაუმჯობესება;
11.4.2. მომსახურების ანალიზი;
11.5. კომპანია ადასტურებს, რომ იყენებს ყველა საშუალებას მის მიერ მოპოვებული და დამუშავებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად და არ გამოიყენებს მას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საწინააღმდეგოდ, ხოლო მომხმარებელი ადასტურებს, რომ აცნობიერებს ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არსებულ რისკებს და იმას, რომ კომპანია ვერ იქნება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების აბსოლიტური გარანტი.
11.6 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით რეგისტრაციისას, თუ მომავალში მომხმარებელი გადაწყვეტს აღნიშნული სოციალური ქსელის გაუქმებას, აუცილებელია აღნიშნლის შესახებ წერილობითი სახით აცნობოს კომპანიას, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს მისი პერსონალური მონაცემების წაშლა ბაზიდან.
12. წესებისა და პირობების მოქმედების ვადა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შესვლის შემდეგ ძალაშია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებამდე.
13. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესი
13.1. კომპანია იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში ცალმხრივად, მომხმარებლებისათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.
13.2. ცვლილებების განხორციელების შემდეგ ვებ-გვერდით სარგებლობის გასაგრძელებლად, ავტორიზაციის გავლისას მომხმარებელი ხელმეორედ უნდა დაეთანხმოს წინამდებარე ხელშეკრულებას.
14. მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. დავების გადაწყვეტა
15.1. მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა ან/და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით;
15.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ ქართული სამართლის მიხედვით;