2024-08-18
18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ი, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს „Jungle“-ს დაეთმობა, რომელიც ლონდონელმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს.
Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin’ 2014 წლის აპრილში გამოიცა და მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალურობას.
აღსანიშნავია, რომ Jungle-ს შემოქმედებაში ელექტრონულ ჟღერადობასთან ერთად აქტიურად გვხვდება ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სემპლინგი, ნეო სოულის და კლასიკური R&B-ს ელემენტები, რაც მათ მუსიკას მეტად მრავალფეროვანს და ორიგინალურს ხდის.
დაარსებიდან დღემდე, დუეტი აქტიურად სტუმრობს მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებს, რომელთა რიცხს 2024 წელს შეკვეთილი და Black Sea Arena-ც შეუერთდება.
ბილეთები: TKT.ge
კარების გაღება 18:00
შოუს დასაწყისი 21:00
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა და განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.