
2025-08-27
27 აგვისტოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Sun უმასპინძლებს ⚡️
Luke Steele და Nick Littlemore-ს მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს, სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გული მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო - თეატრალური წარმოდგენებით და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების საინტერესო შეზავებით Empire of the Sun დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
3 წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით Ask That God დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო.
Glastonbury, Coachella, Lollapalooza და სხვა მასშტაბური ფესტივალების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა და ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან მათი პირველი შეხვედრა Front Stage-ზე შედგება.
⚡️ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის | 13 მარტი 09:00 TKT.ge/EOTS
⚡️ბილეთების გაყიდვა | 14 მარტი 10:00 საათიდან TKT.ge/EOTS
⚡️მიიღე იმპერიული გამოცდილება, რომელიც სულ თან გაგყვება. პირველად საქართველოში გაქვს შესაძლებლობა შეხვდე არტისტს პირისპირ, გადაიღო მასთან ფოტო და მიიღო სამახსოვრო საჩუქრები. ამისთვის უბრალოდ აირჩიე სასურველი გამოცდილების პაკეტი | TKT.ge/EOTS
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიისმთავარი მიზანი : ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათისაყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოსსაქართველოს პოპულარიზაციას.