2024-05-10
10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავი „One Republic“ გახსნის.
One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილეა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება.
კარების გაღება 18:00
შოუს დასაწყისი 21:00
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა და განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.