Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების დღე


დედამიწა ყოველწლიურად გამოიმუშავებს მილიარდობით ტონა ბუნებრივ რესურსს და რაღაც მომენტში, თანაც არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ამოიწურება. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გადავაგდეთ - და გადაყრილ მასალებში ვნახოთ არა უბრალოდ ნარჩენები, არამედ შესაძლებლობები.

დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით ჩვენი პლანეტისთვის ბოლო ათწლეული იყო ყველაზე ცხელი... მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან და სწრაფ ცვლილებებს არ შევიტანთ, ვნახავთ გლობალური ტემპერატურის სწრაფ ზრდას, ყინულის ინტენსიურ დნობას, კონტინენტურ ხანძარებსა და ტყეების სწრაფ განადგურებას.

ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე: ზრდის სიღარიბის მაჩვენებეელს, ეკო მიგრანტების რიცხვს, ბუნებრივი ჰაბიტატების ქრობას და ა.შ. დღეს ჩვენ გვაქვს ძალა და უნარი ცვლილებებისთვის - უბრალოდ ამისთვის საჭიროა ყველამ გავაცნობიეროთ ამ ყველაფრით გამოწვეული ცვლილებების სიმძიმე. ნარჩენების გადამუშავება ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი ნაწილია, რაც საბოლოოდ ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვას უწყობს ხელს. 

გლობალური გადამუშავების დღე 2018 წელს ძირითადი რესურსების შენარჩუნებისა და გადამუშავების ხელის შეწყობის მიზნით შეიქმნა.  ეს არის დღე ჩვენი სამყაროსთვის, ეს არის დღე მეტი ფიქრისთვის და მოქმედებისთვის, ეს არის დღე ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის.

2018 წელს დაწყებულმა გლობალურმა გადამუშავების დღის კამპანიამ პირველივე წელს მთელ მსოფლიოში  600 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა, რაც ძირითადად მედიასაშუალებების აქტიურობისა და სხვადასხვა თემატური ღონისძიებების დამსახურებაა. საბედნიეროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ აქციას მუსიკოსთა პარკიც ვუერთდებით: ჩვენ ყველას  მოვუწოდებთ  იფიქრონ რესურსებზე და არა ნარჩენებზე - მოვიდა დრო გავითავისოთ, რომ გადამუშავება თამაშობს უდიდეს როლს დედამიწის ძირითადი რესურსების, მათ შორის წყლის, ჰაერის, ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების შენარჩუნებაში.

 

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი