ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ გარეულ ყვავილების ფონზე მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე.
2021 წელს ამ დღესასწაულის 51-ე წლისთავი აღინიშნება. როგორც წესი, დედამიწის დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემა აქვს წინ წამოწეული; ამ წლის თემაა "აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა", რადგან ბუნების დაცვა დღეს ნიშნავს მომავალ თაობებზე ზრუნვას.
ათწლეულების განმავლობაში, დედამიწის პირველი დღის აღნიშვნამდე, ამერიკელები მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ტყვიის გაზს მასიური და არაეფექტური ავტომობილების საშუალებით.
მაშინ საზოგადოების წევრებმა ჰაერის დაბინძურება საყოველთაოდ მიიღეს, როგორც კეთილდღეობის ეფექტი. იმ ეტაპზე მეინსტრიმული ამერიკა მეტწილად ყურადღებას არ აქცევდა გარემოს დაცვას და იმას, თუ როგორ ემუქრება დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა1970 წელს გარდამტეხი მომენტი დაფიქსირდა: სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას, ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. ამის შემდეგ ეს მოძრაობა არცერთი წამით არ გაჩერებულა.
სოციალური და კულტურული გარემო, რომელიც 1970 წელს ვნახეთ, დღეს ახალ ეტაპზეა გადასული - ახალგაზრდების იმედგაცრუებული თაობა წინსვლის ახალ გზას ეძებს და საკუთარ აზრს ზოგჯერ სოციალურ მედიაში, ზოგჯერ კი ქუჩაში აფიქსირებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და მივიღოთ უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდა. დედამიწის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება.