შუადღეს, როცა ყველგან ძალიან ცხელა, ბუნებაში, სიგრილეში შეგიძლიათ დროის გატარება. ჩვენ კი გვინდა, ეს დრო თქვენთვის უფრო პროდუქტიული და სასიამოვნო იყოს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 ნივთს, რომლებიც მუსიკოსთა პარკში სტუმრობისას სახლში არ უნდა დაგრჩეთ.
მუსიკოსთა პარკში დაგხვდებათ ძეგლები, რომლებიც თავიანთი სიმღერის ხმას აუცილებლად მოგასმენინებენ, თუმცა მარტო სეირნობისას საკუთარ ფლეილისტზე უკეთ ვერავინ გაგიგებთ.
პლედი მიწაზე დასაფენად და მოსასვენებლად შეგიძლიათ წამოიღოთ, ჩვენთან ბალახზე წამოკოტრიალება სულაც არ არის აკრძალული.
მას შემდეგ, რაც პლედს წამოიღებთ, ბუნებაში შეგიძლიათ თქვენი საყვარელი წიგნიც იკითხოთ, სურვილის შემთხვევაში მუსიკას მოუსმინოთ და განტვირთვისთვის გრილ ადგილს შეაფაროთ თავი.
წიგნის კითხვა თუ არა, შეიძლება აქ ხატვა ან გაფერდებაც მოგინდეს. ამიტომ ჩანთაში შეგიძლიათ სასურველი სახატავი ნივთები ჩაიწყოთ და დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარკი ნამდვილად იქნება თქვენთვის შთაგონების წყარო.
საყვარელი სასმელი თუ გინდათ, რომ თან წამოიღოთ - წვენი, ჩაი, ყავა, ან თუნდაც წყალი, თერმო ჭიქას გავუწევდით რეკომენდაციას, რადგან ერთჯერადი ჭურჭელი დედამიწაზე უარყოფით გავლენას ახდენს.