Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე


21 სექტემბერი ნულოვანი გამონაბოლქვის დღეა. ეს დღე 2008 წელს კანადაში დაარსდა და მიზნად წიაღისეული საწვავისა და ნახშირბადის გამონაბოლქვით გამოწვეული ზიანის შემცირებას ისახავს. კამპანია ცდილობს, ადამიანები წაახალისოს, რომ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და აღარ დააბინძურონ გარემო.

ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პლანეტაზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც მძაფრად ვხედავთ ბუნების უკურეაქციას ჩვენს ქმედებებზე. პერიოდულად საჭიროა, რომ გაჩერდე და დაფიქრდე, რა არის შენთვის პრიორიტეტული, ნულოვანი გამონაბოლქვის დღეც სწორედ ამისთვის შეიქმნა. დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია გარემო ნაკლებად დავაბინძუროთ და ჩვენთვის ერთი დღე მანქანის გარეშე შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, თუმცა დედამიწისთვის ეს დიდი შვებაა.

რამდენიმე მარტივი გზა, როგორ შეგვიძლია აღვნიშნოთ ეს დღე:
1) ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავიდეთ დანიშნულების ადგილას, რათა შევამციროთ კერძო ტრანსპორტის გამონაბოლქვი.

2) თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი არ ხდება, დაიძინეთ ადრე და შეამცირეთ ელექტრო ენერგიის გამოყენება საღამოს საათებში.

3) გამოაერთეთ არასაჭირო ტექნიკა დენის წყაროდან

4) ტელევიზორის, ტელეფონისა და კომპიუტერის გამოყენების ნაცვლად, გაისეირნეთ, ნახეთ მეგობრები და ითამაშეთ სამაგიდო თამაშები - იქნებ ნულოვანი გამონაბოლქვის დღე თქვენი საუკეთესო მოგონებაც გახდეს.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა