Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე


თანამედროვე მსოფლიოსთვის გარემოსა და განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე კი ამ ამბავს ეხმაურება და თავისი წილ აგურს დებს მსოფლიოს გაჯანსაღებისკენ.

ოზონის შრე ატმოსფეროს ერთ-ერთი შრეა, რომელიც დედამიწის ზედაპირს მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს. მისი დაზიანება გაზრდის ჩვენამდე მოღწეული ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობას. ჭარბი რაოდენობის სხივები კი ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეამჩნიეს, რომ ოზონის შრე გათხელდა და ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. რა ვნებს ოზონის შრეს?

ქლორფტორ ნახშირბადი (CFC) ის ნივთიერებაა, რომელიც ოზონის შრეს აზიანებს. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ CFC-ებს ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთები შეიცავენ. მაგალითად, მაცივარი ან კონდიციონერი, რომლებიც ფრეონის დახმარებით აგრილებენ ჰაერს. ასევე, ამ ნივთიერებას ვხვდებით სხვადასხვა დეოდორანტებში, ელექტრომოწყობილობების გამწმენდებსა და ცოტა ირონიულია, მაგრამ მცენარეთა მოვლის საშუალებებშიც კი.

გაერომ ოზონის შრის საერთაშორისო დღე 1994 წლის 16 სექტემბერს გამოაცხადა და ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება, რომლებითაც წინა წლის შედეგებს აჯამებენ.

რამდენიმე მარტივი გზა, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ოზონის შრე

  • ვიმგზავროთ თანამშრომლებთან ერთად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა შევამციროთ ავტომობილების გამონაბოლქვი. 
  • ზოგიერთი საწმენდი საშუალება საშიშია როგორც ჩვენთვის, ასევე, გარემოსთვის. ამიტომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ შემცველობას ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების დასაცავად.
  • ჰაერის კონდიციონერები არ გამოვიყენოთ, თუ არ არის აუცილებელი. ისევე, როგორც მაცივრები და დეოდორანტები, რომლებიც CFC-ის ატმოსფეროში გაფანტვას უწყობს ხელს.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა