წვიმის ტყის მსოფლიო დღე პირველად 2017 წელს აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნა Rainforest Partnership– ის მიერ იყო ინიცირებული და მათი მიზანი ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოს წვიმის ტყეების დასაცავად მოქმედებიბის წახალისება იყო. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოეთიშა, Rainforest Partnership იძულებული გახდა კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა ცნობიერების ასამაღლებლად.
წვიმის ტყეები სასიცოცხლოთ მნიშვნელოვნია დედამიწაზე ჩვენი არსებობისთვის. ჩვენ მათზე დიდი დოზით ვართ დამოკიდებული, რადგან სწორედ ამ ტყეებისგან ვიღებთ ჟანგბადის 20%-ს, რომელსაც ვსუნთქავთ და მტკნარ წყალს, რომელსაც ვსვამთ. ისინი შთანთქავენ ჩვენს ნახშირორჟანგს, ასტაბილურებენ კლიმატურ პირობებს და წარმოადგენს მსოფლიოს ნახევარი მცენარეებისა და ცხოველების სახლს.
წვიმის ტყეების განადგურება საფრთხეს უქმნის ჩვენს ბიომრავალფეროვნებას და აზიანებს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობას. ტყეების გაჩეხვა იწვევს ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების 15% -ს, რაც აჩქარებს კლიმატის ცვლილებას - ეს მასშტაბით უფრო დიდია, ვიდრე აშშ-სა და ჩინეთის ყველა მანქანის გამონაბოლქვი. ასე რომ, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ტყეების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება, შესაძლებელია გლობალური გამონაბოლქვის მესამედით შემცირება.
წვიმის ტყეების მსოფლიო დღე - ეს არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ ძვირფასი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას და ხელი შევუწყოთ მის შენარჩუნებას. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანმა იფიქროს, თუ რა შუაშია წვიმის ტყეები საქართველოში მცხოვრებ ადამიანებთან? მაგრამ ბევრი არ იფიქროთ, ახლავე გიპასუხებთ - სწორი ინფორმაციის გავრცელებით და მილიონობით ადამიანზე ინფორმაციის მიწოდებით, შესაძლებელია დადებითი კოლექტიური გავლენის მოხდენა და ტროპიკული ტყეების შენარჩუნება, რაც დადებითად აისახება კლიმატის ცვლილებაზე - კლიმატის ცვლილება კი ყველა პროგრესული ადამიანის გულის სატკივარია. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა დღეს ნიშნავს ჩვენი შთამომავლების მომავალზე ყველაზე სწორ ზრუნვას.
წვიმის ტყის მსოფლიო დღეს, წუთით მაინც დაფიქრდით იმაზე, თუ რაოდენ დადებითად მოქმედებს ტროპიკული ტყეები ჩვენს ცხოვრებაზე. ისინი გვაწვდიან საკვებს, მედიკამენტებს, გვეხმარებიან კლიმატის რეგულირებაში და ა.შ. ტროპიკული ტყეების სარგებელი უამრავია. ასე რომ დროა ღრმად ამოვისუნთქოთ და მადლიერება გამოვხატოთ წვიმის ტყეების მიმართ.