Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ნაილ როჯერსი ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეზე Duran Duran-თან ერთად წარდგა


წელს ელისაბედ II-ის მმართველობის პლატინის იუბილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე 70 წელია გაერთიანებული სამეფოს დედოფალია. ამ თარიღთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა, მათ შორის გამორჩეული სწორედ ბუკინგემის სასახლესთან გამართული კონცერტი იყო, რომლისთვისაც ლეგენდარული მომღერლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიწვიეს. ამ ღონისძიებას 20 000 ადამიანი ფიზიკურად დაესწრო, ხოლო დაახლოებით  13 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა.

გამორჩეულ არტისტებს შორის ერთ-ერთი ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ნაილ როჯერსი იყო, რომელმაც სცენის მიღმა კადრები  გაგვიზიარა:

 

 

ნაილ როჯერსის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების თანამონაწილეობაც ხშირად ნამდვილად არ უწევს. ბუკინგემის სასახლის წინ მოწყობილ სცენაზე ისეთი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან: Queen, ელტონ ჯონი, როდ სტიუარდი და დაინა როსი. ნაილ როჯერსმა კი Duran Duran-თან ერთად სიმღერა Notorious შეასრულა. სრული შოუს ნახვა აქ შეგიძლიათ.

ნაილ როჯერსი ბენდ Chic-ის თანადამფუძნებლიცაა, მისი შემოქმედებითი კარიერა 50 წელს ითვლის და პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა: I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance, Good Times. ხოლო მოგვიანებით კოლაბორაციები დევიდ ბოუისთან, მადონასთან და Daft Punk-თან ერთადაც ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ნაილ როჯერსი ძირითადად დისკოსა და ფანკის სტილის შემსრულებელი იყო, მის მიერ შექმნილმა კომპოზიციებმა პოპ-მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Nile Rodgers & CHIC შეკვეთილში Black Sea Arenа-ის მთავარ სცენაზე კონცერტს 2023 წელს გამართავს.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი