Black Sea Arena
  • მთავარი
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • ვარსკვლავები
    • რა არის ვარსკვლავი?
    • შეთავაზებები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
21 მაისი - დაიწყე დღე ველოსიპედით


ყოველწლიურად ბევრი ჩვენგანი ამბობს, რომ დროა დავიწყოთ უფრო ჯანსაღი ცხოვრება, დროა გავხდეთ უფრო აქტიურები და უფრო მეტად დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს გარემოზე. მაგრამ ამ ფიქრებში ნელ-ნელა ისევ გვიახლოვდება ზამთარი, შემდეგ ისევ გაზაფხულის წვიმები იწყება და ამასობაში ჩვენი „აქტიური“ ფიქრებიც გვავიწყდება.

1956 წელს ამერიკულმა ველოსიპედისტთა ლიგამ საფუძველი ჩაუყარა Bike to Work Day-ს, რათა ხელი შეეწყოთ აქტიური ცხოვრების წესისთვის და თან სამსახურში ველოსიპედით სიარულის კულტურისთვის ჩაეყარათ საფუძველი. ასე რომ, Bike to Work Day ზუსტად ის დღეა, რომელიც გვახსენებს ყველა ჩვენს „აქტიურ“ გეგმას და გვაძლევს შესანიშნავ საბაბს - აღარ გადავდოთ ორშაბათი. ხოლო მათთვის, ვისაც ერთი კონკრეტული დღისთვის ველოსიპედის შოვნა ეზარება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სრულყოფილი საბაბი ველოსიპედით მგზავრობა განაგრძოთ მთელი თვის განმავლობაში!

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა Bike to Work Day- ში?

Bike to Work Day- ში ჩართვა ველოსიპედით მუშაობას გულისხმობს, რაც არ ნიშნავს ველოსიპედით მხოლოდ სამსახურში მისვლას და მოსვლას. ეს დღე არის შესაძლებლობა, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენი მთელი დღის მონაკვეთზე:

  • უკეთესი ორგანიზაცია:

სამსახურში ველოსიპედით სიარული  მოითხოვს ჩვეულებრივზე ადრე ადგომას, რაც თავის მხრივ ხელს გიწყობთ გაიღვიძოთ უფრო ადრე და სამსახურში მისვლამდე დახარჯული დრო გამოიყენოთ ფიქრისთვის და სხვა აქტივობებისთვის.

  • სამუშაოს უკეთესი შესრულება:

ყოველივე ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ოფისში შესვლის დროს თქვენ იქნებით უკვე კარგად გამოფხიზლებულები, მგზავრობით ფიზიკური აქტივობა შესრულებული გექნებათ, თქვენი თვალები იკაშკაშებს და რაც მთავარია მზად იქნებით შეხვდეთ ახალი დღეს სრულიად პოზიტიური პერსპექტივით.

  • ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ფიტნესი:

ეს მხოლოდ აქ არ ჩერდება. თქვენს მიერ შესრულებული დამატებითი ვარჯიში, პირდაპირი მნიშვნელობით დადებით გავლენას მოახდენს თქვენს დიეტაზე, გემოვნებასა და მიზნებზე. ვარჯიშს ახასიათებს რაღაც ისეთი, რისი ახსნაც სიტყვებით ცოტა რთულია. ასე რომ, თუ წონაში რამდენიმე კილოგრამი გაქვთ დასაკლები, ან უბრალოდ გინდათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, დილაობით სამსახურში ველოსიპედით სიარული შეიძლება იყოს დიდი მოტივატორი.

  • ფულის დაზოგვა:

თუ ჯანმრთელობა არ არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია, მაშინ ხარჯების პოტენციურმა დაზოგვამ შეიძლება დაგარწმუნოთ, რომ სცადოთ Bike to Work Day-ს კამპანიაში ჩართვა. ველოსიპედით მუშაობა დაგეხმარებათ გაზოგოთ სატრანსპორტო ხარჯები, იქნება ეს ავტობუსის, თუ მეტროსი ბილეთები, თუ საწვავი ავტომობილისთვის.

  • პლანეტის გადარჩენა:

დაბოლოს, თუ ველოსიპედით სარგებლობისთვის საკმარისი მიზეზი არ გაქვთ, მაშინ შეგახსენებთ, რომ ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ნახშირბადის კვალი და დაეხმაროთ გარემოს. საშუალოდ მანქანა გამოყოფს 271 გ CO2 -ს თითოეულ გასულ კილომეტრზე.  ავტობუსი საშუალოდ გამოყოფს 101g CO2 თითო კილომეტრზე და გამოიცანი რა? ველოსიპედი გამოყოფს მხოლოდ 16 გ CO2 გატარებულ კილომეტრზე, რაც გამოიყოფა ველოსიპედისტის საწვავისგან, ანუ თქვენს მიერ მიღებული საკვებიდან.

რთულია ველოსიპედით მოძრაობის პოტენციური უპირატესობების უარყოფა, ასე რომ თქვენც ნუღარ დააყოვნებთ და სცადეთ! რაღას ელოდებით?

 

როგორ აღვნიშნოთ Bike to Work Day

როგორ აღვნიშნოთ? გადით და დაიწყეთ ველოსიპედით სიარული! არ შეგეშინდეთ მცირედით დაწყების, დაუსახეთ საკუთარ თავს მიზნად, რომ დაიწყოთ სამსახურში ველოსიპედით სიარული ორშაბათობით, მოგვიანებით კი გაზარდეთ ინტენსივობა და კვირაში ორჯერ იმგზავრეთ ამ ეკო ტრანსპორტით. თუ სიამოვნებას მოგანიჭებთ, გააგრძელეთ კვირაში სამი, ოთხი ან თუნდაც ხუთი დღე. და თუ მეგობრების ჯგუფსაც ჩართავთ ამ ინიციატივაში და ერთად ივლით - ეს ხომ საერთოდ შესანიშნავი იქნება. Bike to Work Day არსებობს იმისთვის, რომ მოგცეთ ძალისხმევა ველოსიპედით სარგებლობის დასაწყებად, მაგრამ გაგრძელდება თუ არა ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.



კომენტარები

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი