Starring Georgia-ს პირველი ვარსკვლავური კონცერტის შემდეგ, 31 მაისს Black Sea Arena-ს სცენას Scorpions დაიკავებს. ეს სცენა და ქართველი მსმენელი ბენდისთვის უკვე კარგად ნაცნობია 2016 წელს გამართული დაუვიწყარი პერფორმანსის შემდეგ. Ზუსტად 8 წლის თავზე Scorpions-მა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 2 საათში სრულად გაყიდული 10 000 ბილეთის შემდეგ, 31 მაისს ბენდის 60 წლიანი არსებობის ისტორიას მათივე შემოქმედებით მოგვიყვება.
Შეკვეთილში ჩამოსულ მსმენელს კი გარდა სასურველი ბენდისა ბევრი სხვა საინტერესო ატრაქციაც გელოდებათ, რასაც ამ ბლოგის მეშვეობით გაიგებთ. ასე რომ წაიკითხეთ ბლოგი და მოემზადეთ ფანტასტიკური უქმეებისთვის შავ ზღვაზე.
✰ როგორ მოვხვდეთ შეკვეთილში მარტივად?
Პირველ რიგში გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ ჩამოხვიდეთ შეკვეთილში. მუსიკალურ ოდისეაში მარტივად რომ მოხვდეთ ამისთვის ბენეს და საქართველოს რკინიგზას დავუმეგობრდით.
Ბენე რეისებს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან განახორციელებს, რომლებიც უკან, იგივე ქალაქებში კონცერტის დასრულების შემდეგ 23:59 ზე დაბრუნდება. Მარშრუტების გასვლის დრო და ლოკაციები კი ასეთია:
✨ თბილისი | ელბაქიძის მოედანი, 12:00 საათი
✨ ქუთაისი | მესხიშვილის თეატრი, 16:00 საათი.
✨ ბათუმი | საბაგირო, 16:00 საათი.
თუ მატარებლით მგზავრობა გირჩევნიათ მაშინ გაგახარებთ და გეტყვით, რომ საქართველოს რკინიგზამ Scorpions-ის კონცერტისთვის რეისი დაამატა, რომელიც ზუსტად Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი თბილისიდან 12:15 საათზე გავა და შეკვეთილში 17:05 საათისთვის იქნება, ხოლო უკან - თბილისში, კონცერტის დასრულების შემდეგ 01:21 საათზე დაბრუნდება.
✰ Როგორ გავიყვანო დრო კონცერტამდე?
თუ შეკვეთილში ნაადრევად მოგიწევთ ჩამოსვლა არ იდარდოთ იმაზე თუ სად შეიძლება წახვიდეთ. გაისეირნეთ მუსიკოსთა პარკში - ევკალიპტების ხეივანში. 31 მაისის მზიან დღეს ეს აქტივობა ნამდვილად მოუხდება.
Აქვე Black Sea Arena-ს მოცეკვავე შადრევანთან Street Food ფესტივალიც დაგხვდებათ, სადაც საკვებ ობიექტებთან ერთად ადგილობრივი მეწარმეების ბევრ საინტერესო პროდუქტებსაც აღმოაჩენთ და კარის გაღებამდე დასვენებასაც მოახერხებთ.
✰ 31 მაისის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
Ბევრი ინტერაქციული ზონა გელოდებათ არენას ეზოში Front Stage-თანაც. Starring Georgia-ს პარტნიორმა კომპანიებმა დიდი შრომა გასწიეს, რომ უშუალოდ კონცერტამდე თქვენთვის ბევრი საინტერესო თუ გასართობი ლოკაცია დაეხვედრებინათ. კონკრეტულად მუსიკალური Line Up კი ასე დავგეგმეთ:
✨18:00 | კარების გაღება
✨18:30 - 20:30 | Pleasure Hunters
✨21:00 - 22:30 | Scorpions
გაითვალისწინე რომ ტერიტორიაზე მხოლოდ ქეშლეს სისტემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ბარათით გადახდას შეძლებ
✰ Starring Card
Starring Georgia-ს კიდევ ერთ საამაყო პროდუქტს Starring Card-ს უკვე კარგად იცნობთ. ამ ღონისძიებაზე ის განსაკუთრებულად გამოგადგებათ, რადგან Starring Card-ით გადახდისას ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა ობიექტზე მიიღებთ სხვადასხვა რაოდენობის ქეშბექს. ასე რომ წამოსვლამდე აუცილებლად გაიაქტიურეთ ბარათი და არ გამოტოვოთ სხვა ექსკლუზიური შეთავაზებებიც.
✰ Პლანეტაზე ზრუნვისთვის
Ჩვენს პლანეტაზე ზრუნვისთვის ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო პრაქტიკას ვქმნით და ვგეგმავთ ჩვენს ღონისძიებებზე მრავალჯერადი ჭიქების გამოყენება დავნერგოთ, რაც პირველად სწორედ Scorpions-ის კონცერტზე განხორციელდება. ამაში კი თქვენი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. ტერიტორიაზე შემოსვლისას მოხალისეები ჟეტონებს გადმოგცემენ, რის გადაცვლასაც ბარში მრავალჯერად ბრენდირებულ ჭიქაში შეძლებთ. მრავალჯერადი ეკომეგობრული ჭიქის ყველა ჯერზე ახლიდან გამოყენებისას კი სასმელზე სიმბოლურ ფასდაკლებას მიიღებთ. გაითვალისწინეთ რომ ჟეტონის გადაცვლაც და სიმბოლური ფასდაკლების მიღებაც მხოლოდ Black Sea Arena-ს წითელ ბარებში (იარუსების ჩასასვლელთან მდებარე ბარები) ხდება.
✰ Starring Merch
ამ ღონისძიებაზე თქვენთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. ტერიტორიაზე განლაგებულ ინფო ცენტრში Starring Georgia-ს ვარსკვლავური მერჩის შეძენას შეძლებთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაგახსენებთ Black Sea Arena-ზე გატარებულ ფანტასტიკურ დროს. აქვე შეძლებთ შეიძინოთ Bruno Mars-ის და Imagine Dragons-ის ოფიციალური მაისურებიც.
✰ Როგორ გადავადგილდე ტერიტორიაზე?
ადგილზე Bolt-ის მანქანები დაგხვდებათ, ასე რომ სასურველი მიმართულებით გამგზავრებას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, კომფორტულად და თანაც უმოკლეს დროში მოახერხებთ. Starring Georgia-ს, Bolt-ის და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში კი Starring Card-ით და თიბისი VISA სადებეტო ბარათებით გადახდისას, 20%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.
ამ დროისთვის სულ ეს არის. ვფიქრობ, დარაჩენი ჯობია ადგილზე თავად ნახოთ! გელოდებით! Რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ მოსვლამდე შეამოწმოთ თქვენი ბილეთი, რომ მოხვიდეთ ზუსტად თქვენს გეითთან და არ იქონიოთ თან აკრძალული ნივთები.
მოძებნე შენი გეითი: