თუ იმ ბედნიერ ადამიანებს შორის ხართ, ვინც უკვე შეიძინა 10 მაისს, OneRepublic-ის, ბილეთი, მაშინ, ეს ბლოგი, პირველ რიგში თქვენთვისაა. თუმცა, თუ ჯერ არ შეგიძენიათ, მაგრამ მალე აპირებთ, ან სულაც Starring Georgia-ს ფარგლებში, შეკვეთილში გამართულ სხვა კონცერტებზე გეგმავთ წასვლას, ამ ინფორმაციის გაცნობა დამატებით ხალისს ნამდვილად შეგმატებთ.
მოკლედ, რა ხდება?
საქმე იმაშია, რომ Black Sea Arena-ს ეკოსისტემა, რომელიც, არენასთან ერთად, "მუსიკოსთა პარკს" და საქართველოში პირველ ეკომეგობრულ სივრცეს - "სოციალურ სივრცეს" აერთიანებს, OneRepublic-ის კონცერტისთვის რამოდენიმე დღით გაიხსნება.
დამეთანხმებით მშვენიერი სიახლეა. გამოდის, რომ შეკვეთილში ერთის ნაცვალდ მთელი სამი დღით, უქმეებზე შეძლებთ დარჩენას და განტვირთვას. თანაც, თუ გაითვალისწინებთ, რომ ამ პეროდის განმავლობაში, ბუნება სასიამოვნო, თბილ, საზღვაო ამინდებს გპირდებათ, ალბათ ხვდებით, რომ იდეალური დასვენება გამოგივათ.
მაგრამ, ეს ყველაფერი როდია? Starring Georgia-ს ფარგლებში ეს გასართობი მარათონი მომდევნო კონცერტების დროსაც გაგრძელდება. უკვე დაიწყეთ გეგმების დალაგება? ძალიან კარგი. მანამდე დეტალებს გაგაცნობთ.
რა გველოდება შეკვეთილში კონცერტების გარდა
ალბათ კონცერტამდე ევკალიპტების სურნელით გაჯერებულ პარკში სეირნობაზე უარს არ იტყოდით. ან კონცერტის შემდეგ, "სოციალური სივრცის" ჯადოსნურ განათებებში მუსიკალური მოგზაურობის გაგრძელებაზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი შეკვეთილში, ზღვის სანაპიროს სიახლოვეს მოხდება, რაც დამეთანხმებით, დამატებით ზღაპრულობას შესძენს Starring Georgia-ს #უქმეებსშავზღვაზე.
კონკრეტულად კონცერტის დღე კი დიდი მუსიკალური გამოცდილება გელოდებათ:
✨18:00 საათიდან-20:30 საათამდე კონცერტის წინ მუსიკალურ განწყობას Pleasure Hunters შემქნის. Pleasure Hunters ქართველი არტისტების პროექტია, რომელიც ორ წევრს აერთიანებს. თუმცა ამჯერად მსმენელის წინაშე დუოს მხოლოდ ერთი წევრი - სანდრო ჭანტურია წარდგება;
✨21:00 საათიდან 22:30 საათამდე OneRepublic-თან ერთად დავთვლით ვარსკვლავებს;
✨22:30-იდან კი Black Sea Arena-ს ეზოში Afterparty-ზე დაკვრას Killages გააგრძელებს.
Starring Card
თუ უკვე ხართ Starring Card-ის მფლობელი, თქვენთვის საინტერესო ამბავი გვაქვს, რადგან შეკვეთილში, Street Food ფესტივალზე და კონცერტზე აქტივაციის ზონებში სხვადასხვა ტიპის ქეშბექი გელოდებათ.
თუ ჯერ არ გამოგიცდია Starring Card-ის მაგიური ძალა, მაშინ გეტყვით რომ Starring Georgia-ს, თიბისის და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით თქვენი მეგზური ციფრული ბარათი, რომლის დახმარებითაც ბევრ საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ Starring Georgia-ს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. დროს ნუ დაკარგავთ, გაიაქტიურე ბარათი აქვე. აირჩიე შენი მეგზური მუსიკალურ თანავარსკვლავედში და მიიღე ბევრი საინტერესო სიურპრიზი.
Street Food ფესტივალი
შთამბეჭდავი დღეების კიდევ უფრო გასამდიდრებლად ადგილზე Street Food ფესტივალიც დაგხვდებათ. დიახ, არ მოგესმათ Starring Georgia-ს და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, 9, 10 და 11 მაისს შეკვეთილში ჩამოსულ მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული გემრიელობები დაგხვდებათ Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა აღნიშნული ფესტივალი Starring Georgia-ს სხვა ღონისძიებების დღეებშიც გაიმართება.
როგორ მოვხვდეთ შეკვეთილში მარტივად?
მუსიკალურ ორბიტამდე სინათლის სიჩქარით რომ მოხვიდეთ თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე Bene Exclusive იზრუნებს.
✨#წაყევივარსკვლავებს თბილისიდან, ელბაქიძის მოედანი, 12:00 საათზე
✨#წაყევივარსკვლავებს ბათუმიდან, საბაგირო, 16:00 საათზე.
✨#წაყევივარსკვლავებს ქუთაისიდან მესხიშვილის თეატრთან, 16:00 საათზე.
ავტობუსები უკან კონცერტის დასრულების შემდეგ 23:59 ზე დაბრუნდება. ადგილზე კი Bolt-ის მანქანები დაგხვდებათ, ასე რომ სასურველ მონაკვეთზე გადაადგილებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში კომფორტულად და თანაც უმოკლეს დროში მოახერხებთ.
ვფიქრობთ ამ დროისთვის ყველაფერი მოგიყევით. დანარჩენს კი შეკვეთილში ნახავთ. ასე, რომ მოემზადეთ, წინ ფანტასტიკური #უქმეებიშავზღვაზე გელოდებათ.