Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
OneRepublic-ის 5 გამორჩეული კომპოზიცია


OneRepublic-ის დაარსებიდან უკვე 20 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბენდმა არაერთი დასამახსოვრებელი კომპოზიცია შექმნა, რომელმაც მრავალი მსმენელის ფლეილისთში დაიმკვიდრა ადგილი და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა.   ბენდის ლაივში მოსმენა 28 მაისს, Black Sea Arena-ს გრანდიოზულ სცენაზე შეძლებთ, მანამდე კი შევეცდებით ჩვენს საყვარელ სიმღერებზე მოგიყვეთ:

 

Apologize 

OneRepublic-ის პირველი ალბომის პირველი სინგლი და ბენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა. კომპოზიცია მრავალი ქვეყნის ჩარტის სათავეში მოექცა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბენდს გრემი ჯილდო მოუტანა.

 

Secrets 

რაიან ტედერის, როგორც სონგრაითერის რთულ კარიერულ გზას ეხება.  So I'm gonna give all my secrets away - მღერის რაიან ტედერი, რითიც ძლიერ სურვილს გამოხატავს ყველა სიმღერაში მაქსიმალურად გულწრფელი იყოს. კომპოზიცია არაერთ ფილმში იქნა გამოყენებული, მათ შორის არის “დაკარგულები” და გერმანული ფილმი “ბაჭია ყურების გარეშე” რომელთა გამო, მოცემული სინგლი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა.

 

Love Runs Out

2014 წელს გამოსული სინგლია, რომელიც ალბომ Native-ში შედის. რიტმულ ინსტრუმენტალურ სექციებსა და რაიან ტედერის ეფექტურ ვოკალურ შესრულებას, გამომსახველობითი ვიდეოც ახლავს თან, რომელიც მსმენელს დიდებულ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.

 

Rescue me

ბენდის ახალი ალბომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა. კომპოზიციას Spotify-ზე უკვე 470 მილიონ მოსმენაზე მეტი დაუგროვდა. გულწრფელ ურთიერთობებზე დაწერილი კომპოზიციას 28 მაისს ბლექსი არენაზე შეკრებილი მსმენელი ცოცხალი შესრულებით მოისმენს.

 

Counting Stars

ბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერაა, რომელიც მალევე მოექცა ბილბორდის ჩარტების სათავეში. მოუსმინეთ და აივსეთ ახალგაზრდული ენერგიითა და თავგადასავლების სიყვარულით.

 

ბილეთები: BSA.GE/ONEREPUBLIC



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა