Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ფილმები და სერიალები, რომელთა საუნდტრეკებად OneRepublic-ის კომპოზიციებია გამოყენებული


ფილმებსა და სერიალებში საყვარელი მუსიკის აღმოჩენა ერთი დიდი თავგადასავალია. საუნდტრეკები გვაახლოვებს ფილმის ატმოსფეროსთან, პერსონაჟების სულიერ სამყაროსთან და მათ გრძნობებთან. სწორად შერჩეულ მუსიკას კი მძაფრად შეუძლია დაგვაკავშიროს ფილმთან.

მოცემულ ბლოგში იმ ფილმებს და სერიალებს შემოგთავაზებთ, რომელთა საუნდტრეკად OneRepublic-ის იმ კომპოზიციებია გამოყენებული.

ტერმინატორი 5: გენეზისი

 

 

ტერმინატორი 80-იანი წლებიდან გამოდის და სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი მიმართულების, კიბერპანკის გამორჩეული ნიმუშია. 2015 წელს ფრენჩაიზის ახალი, რიგით მეხუთე ნაწილი “ტერმინატორ გენეზისი” იხილა მაყურებელმა, რომელშიც ტერმინატორის როლის შეუცვლელი შემსრულებელი, არნოლდ შვარცნეგერი მონაწილეობს. საუნდტრეკში მრავალი ცნობილი მუსიკოსის შექმნილი კომპოზიცია იქნა გამოყენებული, მათ შორის არის OneRepublic-ის “Love Runs Out”.



სმოლვილი

 

როგორი იქნებოდა თინეიჯერი სუპერმენი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად “სმოლვილს” უნდა უყუროთ. სერიალის მთავარი გმირი კლარკ კენტია, რომელიც საკუთარი სუპერძალების შესწავლას და მათი საშუალებით სიკეთის კეთებას ცდილობს. ფილმი ახალგაზრდული განცდებით და საინტერესო თავგადასავლებითაა დატვირთული, რასაც “Apologize” მშვენივრად გადმოსცემს.



მარტივი A

 

ერთ ჭორს ბევრი ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამის დასტურად ჩვენი შემდეგი რეკომენდაცია, “მარტივი A” გამოდგება. დაძაბულ, კომედიურ სიუჟეტს და ჩახლართულ ურთიერთობებს ფონად OneRepublic-ის “Good Life” გასდევს, რომელიც ფილმს საჭირო მუხტსა და ენერგიას ანიჭებს.

 

დაკარგულები

 

 

“დაკარგულებს” ალბათ ზედმეტი აღწერა არ სჭირდება. საკულტო სერიალი 2004 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა და თაობის საყვარელ სატელევიზიო შოუდ იქცა. სერიალში OneRepublic-ის ერთ-ერთი ადრეული ჰიტი “Secrets” არის გამოყენებული, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ყველა იმ ადამიანურ ემოციას, რომელიც ასე მრავლად გვხვდება “დაკარგულებში.”

გარდა ჩვენი შემოთავაზებული საუნდტრეკებისა, OneRepublic-ის მუსიკა სხვა მრავალ ფილმსა თუ სერიალში გვხვდება, რომელთა აღმოჩენასაც თქვენ მოგანდობთ.

OneRepublic-ის ცოცხალი შესრულების მოსმენა 28 მაისს, Black Sea Arena-ს სცენაზე შეგიძლით.

 

ბილეთები: BSA.GE/ONEREPUBLIC



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი