Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
“ვფიქრობ, სწორად შერჩეულ სიტყვებს ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია” - ნატას საახალწლო გზავნილი


 

გრაფიკული დიზაინის კონკურსის გამარჯვებულს ვესაუბრე და მასზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე. Როგორც აღმოჩნდა ნატას ბავშვობიდან ძალიან უყვარს ბუნება და სულ უფრთხილდება მას. ახლა მესამე კურსის სტუდენტია და კომუნიკაციის დიზაინზე, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს. Როგორც თვითონ მომიყვა, ამ ფაკულტეტზე მხატვრული ლიტერატურის ყდების/ილუსტრაციების, ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სიყვარულის გამო ჩააბარა. ნატასთან კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრე, რაც თქვენც მინდა რომ გაგიზიაროთ:

                                                             

პოსტერზე მუშაობისას რა იყო შენთვის შთაგონების წყარო?

ჩემთვის შთაგონების წყარო ჩემივე ბავშვობა იყო. ბუნებასთან ურთიერთობა სოფელში გატარებულმა ზაფხულებმა შემაყვარა. ბავშვობიდან განვიცდიდი ხეების მოჭრას- მახსოვს, თბილისში ჩვენი კორპუსის წინ მაღალი ალვის ხეები მოჭრეს და ამის გამო ვიტირე კიდეც. მაშინ ჯერ ვერც ვიაზრებდი ეკოლოგიაზე ზრუნვის მნიშვნელობას- უბრალოდ შევამჩნიე, რომ რამდენიმე ხის მოჭრამ რადიკალურად შეცვალა გარემო და ნაკლებად მყუდრო გახდა.

ახლი წლის აღსანიშნად ადამიანები ბევრ არაეკომეგობრულ აქტივობას ახორციელებენ - პიროტექნიკა, ნაძვების მოჭრა და გარემოს მრავალი დაბინძურების თემიდან როგორ გამოყავი შენთვის მნიშვნელოვანი?

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხეების უმიზეზოდ ჭრა ცუდია. საშობაოდ მოჭრილი ხე მხოლოდ რამდენიმე დღიანი დეკორაციაა და როცა ამის სხვა ალტერნატივებიც არსებობს, უმჯობესია მათ მივმართოთ.

როცა ნამუშევარზე ფიქრი დავიწყე, გონებაში სწორედ ბავშვობის მოგონება გამიცოცხლდა, მოჭრილ ხეებზე და პირველივე ასოციაცია ნაძვის ხეზე გამიჩნდა. ჯერ გონებაში სლოგანი გაჩნდა და შემდეგ ვიზუალის კონცეფცია. მინდოდა სათქმელი რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად გადმომეცა. ვფიქრობ, სწორად შერჩეულ სიტყვებს ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

რაც შეეხება ვიზუალს - ხეებზე წლიური რგოლების არსებობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფაქტია- მათი ანალიზით მეცნიერები ბევრი საინტერესო ინფორმაციას იგებენ.

 

შენი აზრით, ეკოლოგიის მიმართულებით მსგავსი პროექტების არსებობა და ხელოვანი ადამიანების საერთო იდეის გარშემო გაერთიანება რამდენად მნიშვნელოვანია?

სოციალური მედია დღესდღეობით ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეს ინფორმაცია კი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებზე. შესაბამისად- თუ გვინდა, საზოგადოებაში კონკრეტულ საკითხებზე ცნობადობა ამაღლდეს, ამისთვის სოციალური მედიის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება მედიუმს- უფრო დიდი შანსია რომ ადამიანის ყურადღება პოსტერმა/ფოტომ მიიპყროს, ვიდრე მხოლოდ წარწერამ. შეიძლება რამე ფაქტის შესახებ გესმოდეს, მაგრამ გიჭირდეს იმის დანახვა, რამდენად დიდ მასშტაბზეა საუბარი.

მეც სწორედ ინტერნეტის საშუალებით გავაცნობიერე ბევრი რამ ეკოლოგიაზე და შევცვალე ყოველდღიური პატარ-პატარა ჩვევები (ვცდილობ ყველგან ვატარო წყალი ჩემი მინის ბოთლით  და არ ვიყიდო პლასტმასის ბოთლი, ერთჯერადი ნივთები კი მრავალჯერადი ალტერნატივებით ჩავანაცვლო.) რა თქმა უნდა შეუძლებელია ერთ დღეში შეცვალო ყველა არაეკომეგობრული ჩვევა- მთავარია მცირედით დაიწყო და თუ რამე ერთხელ არ გამოვა, ამის გამო არ დანებდე.

უნდა გვესმოდეს, რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები უკლებლივ ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა გადააფასოს საკუთარი ჩვევები.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი