Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
8 მაისი - მიგრირებადი ფრინველის მსოფლიო დღე


ჩიტების პოვნა ყველგან შეიძლება: ქალაქებსა და სოფლებში, პარკებსა და ეზოებში, ტყეებსა და მთებში, ჭაობებსა და ნაპირებთან. ისინი ყველა ამ ჰაბიტატს ერთმანეთთან აკავშირებენ და ამავდროულად გვახსენებენ ჩვენს კავშირს პლანეტასთან, გარემოსთან, ველურ ბუნებასთან და ერთმანეთთან. მათი სეზონური მოძრაობებით, გადამფრენი ფრინველები ბუნების ციკლებსაც გვახსენებენ. მსოფლიოს 11000 ფრინველის სახეობიდან დაახლოებით 1800 მიგრირებს, ზოგი მათგანი ამ პროცესში უზარმაზარ მანძილს ფარავს.

მიგრირებადი ფრინველის მსოფლიო დღე, რომელიც 2006 წლიდან აღინიშნება, ხაზს უსვამს ეკოსისტემის სხვადასხვა ელემენტების ეკოლოგიური კავშირისა და მთლიანობის შენარჩუნებისა თუ აღდგენის მნიშვნელობას. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მაისის მეორე შაბათს და ოქტომბერში.

გადამფრენი ფრინველები რეგულარულ სეზონურ მოძრაობებს იწყებენ ბუდეს ადგილებსა და ზამთრის ადგილებს შორის. განსახლების ადგილები შეიძლება მდებარეობდეს როგორც ახლო, ისე დიდ მანძილზე. ორნიტოლოგების აზრით, მცირე ზომის ფრინველებისთვის ფრენის საშუალო სიჩქარეა 30 კმ / სთ, ხოლო დიდებისთვის - 80 კმ / სთ. ხშირად ფრენა ხდება რამდენიმე ეტაპზე, დასვენებითა და საკვებით გაჩერებით. რაც უფრო მცირეა ფრინველი, მით უფრო მოკლეა მანძილი, რომელსაც ისინი ფარავენ: პატარა ფრინველებს მუდმივად ფრენა  შეუძლიათ 70-90 საათის განმავლობაში, რის ფარგლებშიც 4000 კილომეტრამდე მანძილს გადიან.

საქართველოში პალიასტომის ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და გამოსაზამთრებელი ადგილია. ასე რომ, თუ მაისის პირველ ნახევარში შავი ზღვისპირეთში მოხვდებით, გირჩევთ ესტუმროთ პალიასტომის ტბას, დააკვირდეთ მკვიდრ და მიგრირებად ფრინველებს, გადაშენების პირას მყოფ მცენარეებს და გახსოვდეთ - მიგრირებად ფრინველებს გაფრთხილება სჭირდებათ.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა