Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
დედამიწის საახალწლო გზავნილი


მე ვიცი რაზე ფიქრობ ამ პერიოდში: ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო დეკორაციებზე აქტიურად იწყებ ზრუნვას. გეგმავ როგორი ნაძვის ხე დადგა, რომელი სათამაშო გამოცვალო, როგორ მორთო სახლი და როგორი მაშხალებით შეხვდე ამ დღეს.

ახლა ჩემ ფიქრებს გაგანდობ: როცა ნაძვის ხის არჩევას იწყებ, ჩემს გულზე მცხოვრები ნაძვები შიშით კანკალს იწყებენ, როცა სახლის მოსართავ დეკორაციაზე ფიქრობ, გირჩები ფოთლებში იმალებიან და როცა ფეიერვერკების გასროლას იწყებ, ჩიტები და ძაღლები შეცბუნებულები იწყებენ თავშესაფრის ძებნას.

მე ჩემი ღერძის გარშემო 365 დღე ვბრუნავ და ამ წრის დასასრულის აღნიშვნისას, შენ ხანდახან გავიწყდება, რამდენ ზიანს მაყენებ... ის ფერადი ფანტელები შენ რომ ასე გულდასმით არჩევ, როგორ აბინძურებს ჩემს გარემოს და რამდენ საფრთხეს უქმნის ჩემს გულზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს, რომ აღარაფერი ვთქვა ხმაურით დაბინძურებაზე. მთელი ერთი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან მესმის ხმები, რომელიც გულს უხეთქავს ჩემს უსუსურ ბინადრებს, რასაც ხშირად მათი სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილიც კი მოჰყვება.

მერე მოდის დანარჩენი 364 დღე და ეს დაბინძურება არსად არ ქრება. პირიქით, ნელ-ნელა უფრო და უფრო ერევა ბუნებას, იჟღინთება ყველაფერში და ისევ შენ გიბრუნდება...

მე დედამიწა ვარ, დედა ყველა ცოცხალი არსებისა, ვინც შენ ასე გიყვარს. მე ჩემს წიაღში ვზრდი ყველაფერს, რაც შენ სასიცოცხლოდ გჭირდება. მე გაძლევ შესაძლებლობას დატკბე ლამაზი ლანდშაფტით და იამაყო საკუთარი სამშობლოს ბუნებით.

დიახ, შენი მომავალი ჩემზეა დამოკიდებული, თუ ჩემი ნიადაგი გახმება, შენც მოგშივდება, თუ ჩემი მდინარეები დაშრება, შენც ვეღარ დალევ წყალს და თუ ჩემი ბინადრები აღარ იარსებებენ, შენც გაგიჭირდება მათ გარეშე ყოფნა.

როგორ გგონია, თუ შენ ასე დამაბინძურებ, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ შენზე ზრუნვას?



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი