Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ნაძვის ხის საახალწლო გზავნილი


დრრ..... დრრრრ....... ისევ ეს ხმა მაღვიძებს და ვხვდები, რომ კიდევ ერთით ნაკლები მეგობარი დამრჩა. ნეტა ამჯერად ვინ გაიმეტეს? ნეტა ისეთ სახლში მაინც თუ მოხვდება სადაც კარგად მოექცევიან და დააფასებენ მის სილამაზეს? ათასი ფიქრი მაწუხებს და თვალის გახელა არ მინდა. არ მინდა დავინახო რომელი მათგანი იყო, მაგრამ მაინც მომიწევს...

თითქოს ამას უკვე მივეჩვიე, მაგრამ წლიდან წლამდე მაინც ისეთივე მტკივნეულია... როგორც კი აცივდება და ტყის ბინადარი ხეები ფოთლებისგან განთავისუფლებას დაიწყებენ, ჩვენ, წიწვოვანებს უკვე კანკალი აგვიტანს ხოლმე, ვიცით, რომ ახლოვდება დღე, როცა ერთმანეთთან დამშვიდობება მოგვიწევს. მერე ველოდებით სასწორის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით: შემდეგ წელსაც მოგვიწევს ამ განცდების გადატანა, თუ აქვე დასრულდება ჩვენთვის ყველაფერი.

მე უკვე მოხუცი ვარ, ასეთი შემთხვევები ხშირად მინახავს და ბევრის მწუხარებაც განმიცდია, ბევრ ჩემს მეგობარს შევპირებივარ მშვიდ და მწვანე მომავალ წელს და ვეღარ ამისრულებია, რადგან უბრალოდ დილით აღარ დამხვედრია ის. არ ვიცი, ალბათ სასწაულებრივად გადავრჩი აქამდე, მაგრამ ის ვიცი, რომ ამიერიდან აღარავინ მომჭრის. როგორც გითხარი უკვე მოხუცი ვარ და არც ისე ლამაზი შენი დეკორაციისთვის...

ჰო, მე ნაძვი ვარ და მაპატიე, მაგრამ შენი საახალწლო დეკორაცია არ ვარ. მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობები მაკისრია. მე სეზონის განმავლობაში იმდენი ჟანგბადი უნდა გამოვყო, რომ შენ და კიდევ შენმა 9 მეგობარმა მთელი წლის მანძილზე ღრმად და მშვიდად ისუნთქოთ. მე მარტო ჟანგბადის გამოყოფა კი არა მისი გაწმენდაც მევალება, თან არა მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში, რადგან მე განსაკუთრებული და მარადმწვანე ვარ. მე შენ მრავალი დაავადებისგან შემიძლია გიხსნა. შემიძლია აგარიდო ზვავს, წყალდიდობას და კიდევ ბევრ დიდ თუ პატარა სტიქიას. მე შემიძლია შენი შვილებისთვის ის უკეთესი გარემო შევქმნა, შენ რომ ახალ წელს სურვილად იფიქრებ ხოლმე.

მე უფრო გჭირდები შენ, ვიდრე შენ მე. უცნაურია არა შენი ხელით რომ ანადგურებ იმას, რასაც უნდა იცავდე და უფრთხილდებოდე?

შენი საახალწლო სურვილი უკვე ვიცი, ახლა ჩემსას გეტყვი. უკვე მრავალი წელია ეს სურვილი მაქვს: მინდა შენც ისე გამიფრთხილდე, როგორც მე გიფრთხილდები მთელი წლის მანძილზე. მინდა ისე იფიქრო ჩემზე, როგორც მე ვფიქრობ შენზე მაშინ, როცა ნახშირორჟანგს ვშთანთქავ და მის ნაცვლად ჟანგბადს გამოვყოფ. მინდა ის ნაძვი დღეს რომ წაიყვანე უკანასკნელი იყოს და ყველა ის ცუდი შედეგი დაინახო, რაც ჩემი მეგობარი ნაძვების მოჭრით შენი მეგობარი ადამიანებისთვის მოგაქვს.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა