Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
კალანდა - გურული ახალი წელი


გურული ახალი წელიც დადგა და ჩემს ბოლო ბლოგში სწორედ მის შესახებ მინდა მოგიყვე საინტერესო ამბები.

კალანდა რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. გურულები Სწორედ 14 იანვარს აღნიშნავენ მათთვის განსაკუთრებულ ახალ წელს. Ამ აღნიშვნისთვის მზადება კი წინა დღეს იწყება - „ცხემლისჭრის“ ტრადიციით.

თუ ამ ტრადიციის შესახებ ჯერ არ გაგიგია, მაშინ კარგად მომისმინე, რადგან ეს ძირძველი და ძალიან საინტერესო ისტორიაა. “ცხემლისჭრის” დღეს გურულები ტყეში მიდიოდნენ ცხემლის ხის მოსაჭრელად, რისგანაც შემდეგ საახალწლო შეშას ამზადებდნენ და კალანდის დღესასწაულზე მისით ანთებდნენ ცეცხლს. რადგან გურულებს სწამდათ, თუ ახალ წელს კარგი ცეცხლი არ აგიზგიზდებოდა ოჯახში, მაშინ მთელი წლის მანძილზე ვერ დაანთებდა ოჯახი გიზგიზა ცეცხლს.

კალანდის დილა ყველაზე ტკბილად იწყება, რადგან დილიდან ბებიები და დედები ამ დღისთვის სპეციალურად გადანახულ ჩურჩხელებს და ტკბილ კვერებს ურიგებენ ბავშვებს. საღამოს კი თაფლის სანთლების ფონზე მთელი ოჯახი ერთად უსხდება საახალწლო სუფრას, რომლის აუცილებელი კერძები გურული ღვეზელი და გოზინაყია. აქვე უნდა გაგახსენო ჩემი წინა ბლოგი, სადაც ჩიჩილაკის მორთვის ტრადიციაზე მოგიყევი, რადგან კალანდის სუფრის თავში სწორედ ჩიჩილაკი დგას და რაც უფრო მეტადაა ის მორთული მით მეტად ბარაქიანი წელი ექნება ოჯახს.

ვის გაუგია გურული სუფრა სიმღერის გარეშე? Ჰოდა საახალწლო სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ტრადიცია სიმღერაა, განსაკუთრებით კი „ალილო“. აი ასე მხიარულად ხვდება გურული ოჯახი კალანდას, აცილებს ძველ წელს და ახალი, ბედნიერ წლისთვის ემზადება.

Მე ბევრი კალანდა მახსოვს, ბევრი აგიზგიზებული ცეცხლი თუ მორთული ჩიჩილაკი მინახავს ამ დღეს. Ისიც მახსოვს რაც არ უნდა მშრალი ზამთარი ყოფილიყო, კალანდის წინა დღეს აუცილებლად მოთოვდა გურიაში - ესეც ერთგვარი ტრადიციაა… დროთა განმავლობაში ძველი ტრადიები იცვლება, თუმცა ჩემმა გურულებმა შეძლეს ყველაზე ლამაზი ჩვევების შენარჩუნება და ალბათ ამიტომაცაა გურული კალანდა ასეთი საინტერესო. 

გილოცავ კალანდას! Სუფთა ჰაერს, წრფელ გულს და ჩვენი პლანეტის წყალობას გისურვებ!

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი