ყველა ცუგოსთვის ადამიანთან მეგობრობა კუდის ქიცინის მთავარი მიზეზია, თუმცა საქართველოში დღესდღეობით 350 000-მდე მიუსაფარი ცუგოა, რომელთა კუდიც უკვე დიდი ხანია შიმშილისა და სიცივისგან აღარ ქიცინებს. ისინი მოკლებულნი არიან საუკეთესო მეგობრის ზრუნვას, მარტოდ დარჩენილებს კი საკვების მოპოვება ძალიან უჭირთ.
ჩემი რეგიონის, გურიის მიუსაფარ ცუგოებზე გული განსაკუთრებულად შემტკივა. ეს გრძნობა კი ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო მიმძაფრდება, როცა ვხედავ როგორ რჩებიან ადამიანებისგან დაცლილ შეკვეთილში მარტონი და სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლაში ებმებიან. რამოდენიმე მათგანი მსტუმრობს ხოლმე, თავის გასაჭირს მიზიარებს და მეც ვცდილობ ჩემებურად თანავუგრძნო. თუმცა არის ერთი ტერიტორია, რომელიც განსაკუთრებულად მედარდება. თუ ყოფილხარ ნასაკირალის გზატკეცილზე ალბათ შეგიმჩნევია უამრავი ცუგო, რომლებიც ყველა მანქანას თვალს აყოლებენ და მათი ადამიანების დაბრუნებას ელოდებიან. გზატკეცილებზე ცხოვრება ცუგოებს განსაკუთრებულად უჭირთ, რადგან აქ გარდა შიმშილისა სხვა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეებიც მატულობს.
ჩემს ტკივილს თუ შენც იზიარებ და გინდა მიუსაფარ ცუგოებს კუდის ქიცინის მიზეზი დაუბრუნო, მაშინ გეტყვი, რომ გურიის მიუსაფარ ცუგოებზე ზრუნისთვის მე და ჩემმა მეგობარმა „სმარტ პეტმა“ ახალი კამპანია #დააპურე წამოვიწყეთ. კამპანიის ფარგლებში „სმარტ პეტმა“ გურული მიუსაფარი ცუგოებისთვის საკვები გამოყო, ჩვენ კი ირგვლივ მისიონრები შემოვიკრიბეთ, რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ გურიის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი ცუგოების გამოკვებაზე. შეგიძლია კამპანიის ნაწილი შენც გახდე:
1. იყიდე და უყიდე
„სმარტ პეტის“ მაღაზიათა ქსელში შეიძინე საკვები გურიაში მარტოდ დარჩენილი მიუსაფარი ცხოველების დასაპურებლად, „სმარტ პეტი“ კი ამ რაოდენობას გააორმაგებს და საჭირო რაოდენობის დაგროვების შემდეგ ცუგოებთან წაიღებს.
2. შემოგვიერთდი, როგორც კამპანიის მისიონერი და #დააპურე შენს ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ცუგოები
ჩემი რეგიონის გარდა საქართველოს მასშტაბით ბევრი მიუსაფარი ცუგოა, ამიტომ გახდი შენი ტერიტორიის მისიონერი და დაიწყე შენთან ახლოს მყოფი ცუგოების გამოკვება.
ამ დიდ საქმეში შეტანილი პატარა წვლილიც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოუერთდი კამპანიას #დააპურე და დააკვირდი თუნდაც ერთხელ გამოკვებით რამდენი კუდი დაიწყებს თავიდან ქიცინს.