რადგან ამ ბლოგს კითხულობ, ესე იგი, ნულოვანი დანაკარგის პოლიტიკა შენთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის - მუსიკოსთა პარკისთვის. დღეს კი მოგიყვები, როგორ შეგიძლია ნარჩენებით მცენარეებს ახალი სიცოცხლე და ენერგია შესძინო.
კომპოსტირება ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების პროცესს ჰქვია. სწორად შერჩეული ნარჩენების ერთად დალაგებითა და შესაბამის სტრუქტურაში მოქცევის შემთხვევაში ნარჩენები გადაიქცევა ნეშონპალად, რისი გამოყენებაც ორგანულ სასუქად შეგიძლია.
კომპოსტს ძირითადად ეზოში, ბოსტანთან ახლოს აკეთებენ, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის, თუმცა ამჯერად მინდა, ბევრად გამარტივებულ ვერსიაზე მოგიყვე, რომელსაც სახლის პირობებშიც მარტივად გააკეთებ.
როგორ გავაკეთოთ კომპოსტი სახლის პირობებში?
ამისათვის დიდი კონტეინერი, მიწა, კარდონი და სხვადასხვა საჭმლის ნარჩენები დაგჭირდება.
კონტეინერის მომზადება
პირველ რიგში, გახვრიტე დიდი კონტეინერი რამდენიმე ადგილას, რათა მასში ჰაერი შევიდეს - ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა კომპოსტირების პროცესში.
პირველი ფენა
ჩაყარე ფოთლები და დააქუცმაცეთ კარდონის ქაღალდები, რომლებიც კონტეინერის ძირს 3-5 სანტიმეტრზე დაფარავენ.
მეორე და მესამე ფენა
დააყარე ზემოდან შავი მიწა და გადაანაწილე, ამის შემდეგ კი - საჭმლის ნარჩენები. ნარჩენებად შეგიძლია გამოიყენოთ ბოსტნეულის, ხილის ქერქი, კვერცხის ნაჭუჭი, დამჭკნარი მცენარეები, ჩაის ფერის ნარჩენები, მოხარშული ბრინჯი/მაკარონი, ფოთლები, ცხოველებისა და ადამიანების თმები. ყურადღება მიაქციე, რომ შეინარჩუნოთ ქაღალდისა და ნარჩენების ბალანსი, ცუდი სუნი რომ არ ჰქონდეს.
მეოთხე ფენა და წყალი
დაასხი წყალი, ზემოდან ისევ კარდონი დააფარე და დახურე კონტეინერი. კომპოსტი მზად არის. ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ კი მორწყე ზომიერად - ისე, რომ წყალმა მინერალები არ ჩარეცხოს.
რა არ უნდა გამოიყენოთ კომპოსტში?
მიუხედავად იმისა რომ კომპოსტი ნარჩენებისგან კეთდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მოსამზადებლად ყველაფრის გამოყენება შეგიძლია. გთხოვ, ყურადღება მიაქციო იმ პროდუქტებს, რომლებსაც შიგნით მოათავსებ, რადგან არასწორად შერჩეული პროდუქტების შემთხვევაში შეიძლება კომპოსტს არასასიამოვნო სუნი ჰქონდეს. კომპოსტში არ გამოიყენო შემდეგი პროდუქტები:
წარმატებულ კომპოსტირებას გისურვებ!