Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ქართული ნაძვის ხე გურულებისგან


როგორც შეგპირდი კალანდისთვის მზადებას შენთან ერთად სწორედ დღეიდან ვიწყებ. ჩემს პირველ ბლოგშიც კალანდის განუყოფელი ნაწილის - ჩიჩილაკის შესახებ მინდა მოგიყვე.

შენთვის კარგად ცნობილი ქართული საახალწლო სიმბოლო პირველად სწორედ გურიის სოფელ ბასილეთში დამზადდა. ყველაზე მეტად კი იმ ამბით გავოცდი, როცა გავიგე - სოფლის მოსახლეობას ეს ისტორია იმდენად ეამაყება, რომ ყველა ოჯახში, დღემდე ნაძვის ხის მაგივრად სწორედ ტრადიციული ჩიჩილაკი იდგმება. 

გურული ჩიჩილაკის მომზადების წესები საკმაოდ მარტივი და საინტერესოა. ტრადიცია კი ასეთია: ჩიჩილაკის მომზადებას ახალ წლამდე ორი კვირით ადრე იწყებენ, თხილის გრძელ ჯოხს ჭრიან და 2 კვირის განმავლობაში წყალში ალბობენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “ბრაწავენ”, კანის გაცლის შემდეგ კი თლიან თოვლივით თეთრ ჩიჩილაკს, რომელსაც ხანდახან ჩირის ტოტებითაც რთავენ.

ჩიჩალაკი ჩემთვისაც გურული კალანდის ყველაზე გამორჩეული ტრადიციაა, რადგან მას სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. გურული ხალხისთვის მათივე ხელით შექმნილი „ნაძვის ხე“ ბედნიერების, ბარაქისა და სიუხვის სიმბოლოა, ხოლო მისი ქერქი კი მზის სხივებთან ასოცირდება. გარდა ამისა ჩიჩილაკს კიდევ ერთი მნიშნელოვანი დატვირთვა აქვს - ნათლისღების წინა ღამეს ჩიჩილაკის დაწვა აუცილებელი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც, გასული წლის უსიამოვნება სწორედ მის ფერფლს მიაქვს.

ჩემი საყვარელი კუთხის წარმომადგენლები გასული საუკუნის ტრადიციებს დღემდე არ ღალატობენ და დღესდღეობით გურიაში კალანდის მოახლოებასთან ერთად ყველა ოჯახში შენიშნავ “ქართულ ნაძვის ხეს” ანუ ჩიჩილაკს.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი