Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
რატომ უნდა დავიცვათ შავი ზღვა დაბინძურებისგან?


რა ზიანს გვაყენებს ზღვის დაბინძურება და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მას?

ზაფხული, ზღვა, მზე, მშვიდი, ოდნავ ქაფიანი ტალღები და მათში ცურვა. ყველასთვის საყვარელი სანახაობაა არა? ახლა ორი წამით მოწყდით ამ ლამაზ სურათს და წარმოიდგინეთ რომ ეს თქვენთვის საზიანო შეიძლება იყოს, ზუსტად იმის გამო რომ ორი დღის წინ პლასტმასას ბოთლის ნაგვამდე მიტანა დაგეზარათ და იქვე ზღვის სანაპიროზე დატოვეთ, ან სიგარეტის ნამწვავი სანაპიროზევე ჩააქრეთ, მერე რა იქ ხომ მაინც ბევრი ეყარა... სინამდვილეში ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ორგანიზმზე ახდენს ცუდ გავლენას, ზღვის დაბინძურებამ შეიძლება მრავალი ტიპის დაავადება და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით...

მანამდე კი გეტყვით, რომ შავი ზღვა დღესდღეობით ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ზღვად მიიჩნევა. მასში ჩამდინარე მდინარეებს ყოველ საათში 6-დან 50-მდე ნარჩენი ჩააქვთ, რომელთა უდიდესი ნაწილი პლასტმასაა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში ჩაედინება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული მდინარე დუნაიც.

რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ ზღვას მისი ბინადრებისთვის?

ზღვის ბინადრები ჩვენ მიერ გადაყრილი ნაგვით რამდენიმენაირად შეიძლება დაზიანდნენ:

პირველი და ყველაზე უფრო ხშირი არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ საკვებისა და პლასტმასას ერთმანეთისგან გარჩევა, ამიტომ პირდაპირ ყლაპავენ მათ, შესაბამისად, ნარჩენები ავსებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას, ბინადრები ვეღარ ახერხებენ ნამდვილი საკვების მიღებას და იღუპებიან.

მეორე მხრივ, პლასტმასმა შესაძლებელია მოწამლოს ისინი ან ცხოველები შეიძლება უბრალოდ გაიხლართონ და დაიკარგონ ნარჩენებში.

როგორ შეიძლება ზიანი მოუტანოს ზღვის დაბინძურებამ ადამიანს?

ჩვენთვისაც საზიანოა იმ თევზის მიღება, რომელსაც პლასტმასი, ან რაიმე სხვა სახის დამაბინძურებელი აქვს ნაჭამი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს წამლავს მათ ორგანიზმს, მისი მირთმევის შემდეგ კი მოწამვლა ადამიანის ორგანიზმზეც გადმოდის.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუმცა პლასტმასასთან ერთად შავ ზღვაში დიდი რაოდენობით ფარმცევტული პროდუქტია ნაპოვნი, განსაკუთრებით კი - ანტიბიოტიკები. მეცნიერების თქმით, ზღვაში მცხოვრები ბაქტერიები მიირთმევენ ანტიბიოტიკებს და მათ მიმართ გამძლენი ხდებიან. შესაბამისად, როდესაც ადამიანს ანტიბიოტიკით მკურნალობა დასჭირდება, შესაძლოა, ბაქტერიას აღარ ჰქონდეს რეაქცია მასზე და ჩვენი მკურნალობის პროცესი ბევრად გართულდეს.

სტატიის ბოლოს დაგამშვიდებთ და გეტყვით, როგორც სხვა და სხვა სპეციალისტები ამბობენ, შავი ზღვის გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია. ერთიანი ძალებით და ჩვენი წილი მოქალაქეობრივი თუ სოციალური პასუხისმგებლობის აღებით აუცილებლად შევძლებთ მის სრულ გაჯანსაღებას. ასე რომ არ დაგვავიწყდეს შავი ზღვისა, თუ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს დაცვა ჩვენი ყოველდღიური და სასიამოვნო საქმიანობა უნდა იყოს.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი