Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
მუსიკოსთა პარკის საახალწლო გზავნილი შენთვის


გამარჯობა,

მე მუსიკოსთა პარკი ვარ და ჩემი საყვარელი საქმე მეგობრების სუფთა ჰაერით მომარაგებაა, მათი ვისაც ჩემთან ერთად დროის გატარება და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა უყვარს. მე ამას ვერ მოვახერხებდი, რომ არა ის ხეები, რომლებიც ჩემს სივრცეში იზრდებიან და ხარობენ.

მე ყველაფერს ვხედავ რაც ჩემ ირგვლივ ხდება და განვიცდი იგივეს, რასაც ჩემი ბინადარი ხეები განიცდიან. არსებობს დღეები როცა ისინი ძალიან ბედნიერები არიან, ეს ის დროა, როცა თქვენ მოდიხართ და მათ ჩრდილში სხდებით, სეირნობთ,  სუფთა ჰაერს სუნთქავთ. ხანდახან კი ისინი ნაღვლიან განწყობაზე დგებიან. 

პრობლემის შესახებ 

მათთვის  განსაკუთრებით მძიმეა ერთი დღე, როცა ახალი წლისთვის ემზადებით, სახლისთვის დეკორაციებს არჩევთ და თქვენი მეგობარი ხეების მოჭრასაც კი არ ერიდებით. არც იმ უამრავ ეკოლოგიურ პრობლემას უფრთხით რაც ამას მოჰყვება. 

 კამპანიის შესახებ

კარგი მეგობრობა ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ჩემი ბინადრები სასიამოვნო გარემოს ხშირად გიქმნიან, ახლა კი, დროა, თქვენც დაგვეხმაროთ ამაში. დადგა დრო ერთმანეთს მოვუსმინოთ, სიახლეები დავნერგოთ და გავუფრთხილდეთ იმ სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ, ამისთვის კი რამდენიმე კარგი იდეა დამებადა, რომელთა განხორციელებასაც მთელი თვის მანძილზე ვაპირებ და გამიხარდება, თუ შენც ჩაერთვები.

   ბლოგები

მოგიყვები ამბებს იმისთვის, რომ გაიაზრო რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ნაძვის ხის არსებობას და დაგანახებ რატომ არ უნდა მოჭრა ის. იქნებ არ იცი რამდენი სასარგებლო თვისება აქვთ მათ? ან რამდენ ჟანგბადს გამოყოფენ, რამდენ ხანს ცოცხლობენ და როგორ ხარობენ? ამ ყველაფერს ჩემი ბლოგებიდან აუცილებლად გაიგებ. პერიოდულად რეკომენდაციებსაც შემოგთავაზებთ.

 კონკურსი გრაფიკული დიზაინერებისთვის

თუ შენც ისევე გაწუხებს ეკოლოგიის პრობლემები, როგორც მე და ამის  სხვებისთვის გაზიარება გინდა მაშინ ეს შანსი შენთვისაა. შეგიძლია, გრაფიკულად გამოხატო შენი სათქმელი. თუ ამით ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებ, ესე იგი შენც დიდი ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლი ხარ ჩვენი ბუნების გადარჩენაში.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მხოლოდ სურვილი, იზრუნო შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე და გარემოზე.

 კონკურსის შესახებ

შექმენი პოსტერი  და გამოგზავნე მცირე ზომის აღწერასთან ერთად. მომიყევი რა იგულისხმე მასში და რა განცდა გინდა დატოვოს შენმა პოსტერმა მნახველში. შენს სათქმელს მე ჩემს მეგობრებს გავუზიარებ და თუ შენი გრაფიკული ნამუშევარი საუკეთესოა, მაშინ გამარჯვებულიც გახდები და ჯილდოც გადმოგეცემა. 

მოსალოდნელი შედეგი

საბოლოოდ, მეტს ვიფიქრებთ  მომავალზე, ერთმანეთზე და იმ გარემოზე რომელშიც ვცხოვრობთ. ამ წრეში ყველა ადამიანის როლი მნიშვნელოვანია. მომავალ წელს შენ თვითონ დაინახავ ბუნების რამდენ მცხოვრებს აჩუქე ჟანგბადი ერთი გადარჩენილი ხით. ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებთ მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე და ტრადიციული ცოცხალი ნაძვის ხელოვნურით ჩანაცვლებაში დავეხმარებით, ესე იგი დიდი საქმე გაგვიკეთებია.  

ვეცადოთ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ჩვენი ემოცია,

ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გარემოზე.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა