Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
შავი ზღვის სასარგებლო თვისებები


როგორ გამოვიყენოთ შავი ზღვა სამკურნალოდ?

თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას. თალასოთერაპიისას თანაბრად გამოიყენება ზღვის წყალი, კლიმატი, სამკურნალო ტალახი, წყალმცენარეები და ქვიშა.

თავიდან ზღვის წყალს სურდოსა და გაციების სამკურნალოდ იყენებენ. ნელ-ნელა კი მისი გამოყენება არაერთი მიმართულებით დაიწყეს: კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ანემიისა და სხვათა განსაკურნებლად, ასევე, ზღვის მარილიან წყალს მისი ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ.

ზღვის წყალი

ზღვის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ უკვე ყველამ კარგად ვიცით. ზემოთ ჩამოთვლილ ვრცელ სიას რომ თავი დავანებოთ მასში უბრალო ბანაობაც კი გიჯანსაღებთ ფრჩხილებს, კანს, თმას - ავსებს მათ სასარგებლო მინერალებით. ზღვაში ცურვა ძალიან დაგეხმარებათ თუ გაწუხებთ სისხლძარღვები, ან სასუნთქი გზების რაიმე პათოლოგია. ზღვის წყალი მოგადუნებთ, დაგამშვიდებთ და დაგცლით წლის განმავლობაში მიღებული სტრესისგან. მოკლედ რომ ვთქვათ მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, დატკბით მასში ცურვით და თან გაიჯანსაღეთ ორგანიზმი.

ზღვის კლიმატი

ზღვის ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება. ისეირნეთ ბევრი შავი ზღვის სანაპიროებზე, ეს თქვენ სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ, სპეციალისტების თქმით, ზღვის წყლიდან მოტანილი იოდი მოგიგვარებთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასაც და მის სანაპიროზე დილით უბრალო გასეირნება ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენი დღის გუნება-განწყობაზე. გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და გაააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას.

ზღვის ქვიშა

სანაპიროზე უბრალოდ ფეხშიშველი სიარულიც კი სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის. სპეციალისტების თქმით, როცა ფეხქვეშ ქვიშა გეცლება, ნაბიჯის გადასადგმელად იძულებული ხდები, ორგანიზმი დამატებით დატვირთო. შესაბამისად, აქ 15-წუთიანი ინტენსიური სიარული ტრენაჟორზე ნახევარსაათიანი ვარჯიშის ტოლფას ენერგიას ითხოვს.

შავი ზღვის სანაპიროზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს და ჩვეულებრივ ქვიშზე ბევრად მეტი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს ორგანიზმზე. აღსანიშნავია, რომ მაგნეტიტით ქვიშა ყველაზე მეტად გაჯერებულია სუფსასა და ნატანებს შორის არსებულ სანაპიროს უბანზე. სპეციალისტების თქმით, ამ სანაპიროებზე ხშირი სტუმრობა მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია, ნევროზი. ეს ქვიშა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვთა ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა რაქიტი, სამშობიარო ტრავმები და ა.შ.

ბოლოს კი ზღვაზე ყოფნისას აუცილებლად გაითვლისწინეთ:
  • ბანაობისთვის საუკეთესო დრო ადრიანი დილა და გვიანი საღამოა.
  • უზმოზე ისევე, როგორც კვების დამთავრებისთანავე, წყალში შესვლა, რეკომენდებული არ არის.
  • წყლიდან მანამდე ამოდით, ვიდრე კანი ხორკლით დაგეფარებათ - ეს ორგანიზმის გადაცივების ნიშანია. ასე შესაძლოა, ცხელ ამინდშიც კი გაცივდეთ.
  • სპეციალისტები გვირჩევენ, ნაპირთან ზღვის წყალი არ გადაგვეყლაპოს. ამის მიზეზი მისი დაბინძურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყალი მუდმივად განიცდის თვითგაწმენდას, ზაფხულში სანაპიროების ზონაში ისე სწრაფად ბინძურდება, რომ ამას ვერ ასწრებს.

იმისათვის, რომ ასეთი წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის საშიში არ იყოს, აუცილებელია, მოვუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავიცვათ სანაპიროს ზოლი და წყალი დაბინძურებისგან. სულ უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანაპიროზე რაიმეს მირთმევა ან ბოთლით წყლის დალევა მოგვინდება, აუცილებლად მივიტანოთ გამოყენებული ნივთები ურნამდე და არ დატოვოთ იქვე. ეს აუცილებელია, რათა ჩვენი ზღვა ჩვენთვის კარგ დასასვენებელ ადგილად დარჩეს და არა - მომწამვლელ წყლად.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი