Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
შავი ზღვა, როგორც ხელოვანების ინსპირაცია


ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის მრავალი სულიერი თუ უსულო ობიექტი გამხდარა ინსპირაციის წყარო. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩვენი ზღვაა. მისთვის ბევრ ცნობილ ხელოვანს მიუძღვნია ნამუშევარი, ყოველ მათგანზე ლაპარაკი ერთ ბლოგში ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ რამდენიმე გამორჩეული გამოვყავით და მათზე მოგიყვებით:

შავი ზღვა მხატვრობაში

სიტყვათა ამ კომბინაციაზე უმეტესობას ალბათ ივანე აივაზოვსკის ნახატები გახსენდებათ. ეს ბუნებრივია, რადგან მის შემოქმედებაში ზღვას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. ის აბობოქრებული, თუ წყნარი ზღვის სანაპიროები, კლდეები და მყუდრო უბეებიც კი, რომლებსაც დიდი ფერმწერი ქმნიდა, შავ ზღვას ეკუთვნის. ჯამში აივაზოვსკიმ 6000-მდე ტილო სწორედ შავ ზღვასა და მის აღწერას მიუძღვნა. თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მხატვარი იშვიათად იყენებდა ნატურებს და სიუჟეტების შექმნას წარმოსახვით ცდილობდა.

მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მეცხრე ტალღა, რომელიც 1850 წელს არის შესრულებული და სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში ინახება.

აივაზოვსკიმ ამ მიმართულებით ნამდვილად დატოვა წარუშლელი კვალი, რომლის ვერც გამეორებას და მით უმეტეს გადაფარვას ვეღარავინ ახერხებს.

 

შავი ზღვა კინოში

შავი ზღვის სანაპიროებზე ბევრი ფილმია გადაღებული, მათ შორის ისეთი, სადაც რაიმე ფორმით არის ნახსენები, თუმცა ამჟამად ჩვენ ერთ მათგანს გამოვყოფთ. 2014 წელს ბრიტანელმა ოსკაროსანმა რეჟისორმა კევინ მაკდონალდმა ფილმი სახელწოდებით „შავი ზღვა“ გადაიღო. ფილმში მთავარ როლს არანაკლებ ტიტულოვანი და ცნობილი მსახიობი ჯუდ ლოუ თამაშობს. სიუჟეტი მოგვითხრობს შავ ზღვაში ჩაძირული გემის ძიებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოქროთი იყო დატვირთული. ეს, შესაძლოა, იმ მითების გამოძახილიც იყოს, რომლებზეც ჩვენს წინა ბლოგებში უკვე ვისაუბრეთ.

ფილმი თავის ჟანრში წარმატებული გამოდგა და მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურა. ასე რომ, ვისაც გიყვართ სათავგადასავლო ჟანრის დრამები და შავი ზღვა, აუცილებლად გირჩევთ მის ნახვას.

 

შავი ზღვა წიგნებში

ისევე, როგორც მხატვრობასა თუ კინემატოგრაფიაში შავი ზღვა მწერლობაშიც დიდი დატვირთვით გვხვდება. იგი თავიანთ შემოქმედებაში გამოუყენებიათ ისეთ დიდ ავტორებს, როგორებიც იყვნენ ოთარ ჭილაძე, მიხეილ ბულგაკოვი და სხვა...

თუმცა ამ სტატიაში, ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის აკა მორჩილაძის წიგნს, სანტა ესპერანსას გამოვყოფთ. სანტა ესპერანსა საქართველოს ნაპირების სიახლოვეს მდებარე 3 კუნძულისგან შემდგარი ქვეყანაა შავ ზღვაში, რომელიც ისევე, როგორც თვითონ საქართველო და შავი ზღვა ბევრ საინტერესო ისტორიას იტევს. აკა მორჩილაძის გამორჩეული თხრობის სტილი ბევრს გამოგზაურებთ როგორც საქართველოს წარსულში, ასევე, ალტერნატიულ ისტორიასა და შავი ზღვის სანაპიროებზე.

წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მკითხველის დიდი დაინტერესება და დღეს მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. 2005 წელს კი პრემია საბას მთავარი ჯილდოც დაიმსახურა საუკეთესო რომანის კატეგორიაში.

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღის მიზანი შავი ზღვის პრობლემების წარმოჩენა და მათი აღმოფხვრის გზებზე ფიქრია. დარწმუნებული ვართ, შავი ზღვა კიდევ არაერთხელ გახდება ხელოვანთა შთაგონების წყარო, თუმცა მანამდე გვინდა, შავი ზღვის მნიშვნელობასთან ერთად გავიაზროთ, ადამიანები ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით რამხელა ზიანს ვაყენებთ მას და იქ მცხოვრებ ორგანიზმებს.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა