Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
5 საინტერესო ფაქტი შავ ზღვაზე


იცოდით, რომ 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშოისო დღე აღინიშნება? ეს დღე 1996 წლიდან იღებს სათავეს, მაშინ როდესაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.

შავი ზღვა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვეხმაუროთ ამ დღეს და სხვადასხვა საინტერესო ამბით მოგამარაგოთ ჩვენი ზღვის შესახებ.

მაშ ასე, გიზიარებთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა არ იცით:

1. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი

რატომ ქვია შავ ზღვას შავი? ამაზე დადასტურებული პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს სამი საკმაოდ საინტერესო ვერსია:
ერთი ვერსიით, იმის გამო, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო, ბერძნებმა „არასტუმართმოყვარე ზღვა“, ბნელი, ანუ შავი ზღვა უწოდეს.
მეორე ვერსიით, ეს სახელი მას თურქებმა დაარქვეს, როდესაც მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან.
არსებობს მესამე ვერსიაც. ჰიდროლოგების თქმით, ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი არის ის, რომ წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს.

2. შავი ზღვის ბინადრები

შავ ზღვაში ცხოველთა სამყაროს 2500-მდე ბინადარი ცხოვრობს. ვფიქრობთ, მათგან ყველაზე საინტერესოა ქიცვიანი ზვიგენი, რომელიც სანაპიროსთან არ მოდის, რადგან ადამიანების ეშინია. ყველაზე საშიში თევზი, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს, შხამიანი ზღვის დრაკონია. ნაპირებთან მასაც ვერ იპოვით, თუმცა, თუ სადმე სიღრმეში წააწყდებით, მოერიდეთ, რადგან მისი ჩხვლეტა შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს.

 

3. შავი ზღვის წყალმცენარეები

შავ ზღვაში 270 სახეობის მრავალუჯრედიანი წყალმცენარე და 600- ზე მეტი სახეობის ფიტოპლანქტონი ბინადრობს. ხანდახან მაინც თუ დაგინახავთ, როგორ ანათებს აგვისტოში შავი ზღვა? ეს სწორედ ერთ-ერთი ფიტოპლანქტონის დამსახურებაა, რომელსაც ე. წ. ღამის მანათობელს ეძახიან და ფოსფორიზაციის უნარი აქვს.

4. შავი ზღვის სანაპიროები

შავი ზღვის სანაპიროზე გვხვდება სამი ტიპის ნაპირი: ქვები, კენჭები და ქვიშა. ქვიშაც თავის მხრივ სამი ფერისაა: თეთრი, ოქროსფერი და შავი. ამათგან საქართველოში შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც ქვიშიანი ასევე, ქვიანი ნაპირი. საქართველოში, კერძოდ შეკვეთილსა და ურეკში შეძლებთ შავი ქვიშის ნახვასაც, რომელიც მაგნიტურია და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

5. შავი ზღვის სხვა ბინადრები

იცოდით რომ მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემი, სწორედ შავ ზღვაშია აღმოჩენილი? იგი მეცნიერებმა 2018 წელს იპოვეს და 2400 წლით თარიღდება. შავ ზღვაში არის ნაპოვნი გემი „არმენიაც“, რომლის დაღუპვა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზღვაო ტრაგედიად შეფასდა. გემი 1941 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ მეცნიერები. სხვათა შორის, მის სამძებრო სამუშაოებში გარკვეული პერიოდით ჩართული იყო რობერტ ბალარდიც - ოკეანოლოგი, რომელმაც ტიტანიკი იპოვა. მათ გარდა შავი ზღვის ფსკერზე 60ზე მეტი ჩაძირული გემი ბინადრობს.

თქვენთვის კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გვაქვს შემონახული, რომელთაც კვირის მანძილზე ნელ-ნელა მოგიყვებით. ასე რომ, დაელოდეთ სხვა ბლოგებს და არ დაგავიწყდეთ, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ზღვას.

#გაიცანიშენიზღვა

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა