მოემზადე, ყურადღებით მომისმინე და მოინიშნე აგვისტოს ყველაზე ფანტასტიკური უქმეები შენს კალენდარში!
მაშ ასე, შეკვეთილი, სოციალური სივრცე და Black Sea Arena 17 და 18 აგვისტოს კვლავ მუსიკის, ცეკვის და დადებითი ენერგიების ეპიცენტრი გახდება... თუმცა მოდი თავბრუ რომ არ დაგეხვეს, ყველაფერს თანმიმდევრობით, ნელ-ნელა მივყვეთ.
პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ 17 აგვისტო შაბათია... და თუ ზაფხულის ამ პერიოდს ისედაც შვებულებაში, ზღვისპირეთში არ ატარებ, სწორედაც იდეალური დღეა, რომ გეზი შეკვეთილისკენ აიღო.
ალბათ იკითხავ - რატომ? აი პასუხიც...
საერთაშორისო ფენომენად აღიარებული ივენთების სერია All Day I Dream, რომელიც ბრიტანელმა დიჯეიმ და პროდუსერმა Lee Burridge-მ ბუნების და მუსიკის ურთიერთკავშირის ძიების შედეგად ჩამოაყალიბა, 17 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში უკვე მეორედ გამართავს ჯადოსნურ მოგზაურობას.
თუ მრავალფეროვანი, ღრმა, ორგანული ჰაუსის თაყვანისმცემელი ხარ, მერწმუნე, ამაზე უკეთეს საჩუქარს საკუთარ თავს და მეგობრებს ნამდვილად ვერ გაუკეთებ. ამ უნიკალურ მუსიკალურ მოგზაურობასთან ერთად „All Day I Dream-ის“ მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ ფესტივალზე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ეს მუსიკა და ფერადი ატმოსფერო, რომელსაც ვენიუს მრავალფეროვანი განათებები და დეკორაციები ქმნიან.
სწორედ ამიტომ, ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნიდან თან დაჰყვებიან მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან. ზუსტად მსგავსი გარემო დაგვხვდება 17 აგვისტოს შეკვეთილში, „სოციალურ სივრცეში“, რომელიც, თავის მხრივ, უნიკალურ და საინტერესო მწვანე სივრცეს წარმოადგენს.
გასული წლისგან განსხვავებული იქნება ფესტივალის ლაინაფი. წელს ADID-ს ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან Lost Desert, Amonita, Fulltone, Jim Rider და რათქმაუნდა, თავად Lee Burridge.
რაც შეეხება 18 აგვისტოს... დარწმუნებული ვარ ეს დღე სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ქართველი მელომანების და საცეკვაო მუსიკის ენთუზიასტების მეხსიერებაში. ამ დღეს ბრიტანული ელექტრონული პროექტი “Jungle” ჯერ Black Sea Arena-ს Front Stage-ზე გამართავს კონცერტს, შემდეგ კი Black Sea Arena-ს ისტორიაში პირველად მთავარი არტისტი Afterparty-ზეც თავად დადგება.
ალბათ უკვე ხვდები, რომ ასეთი იშვიათი შემთხვევა ხელიდან გასაშვები არ არის. Afterparty სოციალურ სივრცეში გაიმართება და გირჩევ ბილეთები ახლავე იყიდო, რადგან Black Sea Arena-ს Front Stage-თან შედარებით აქ ბევრად ნაკლები მსმენელი ეტევა, შესაბამისად ბილეთების რაოდენობაც შეზღუდულია.
ასე რომ 17 აგვისტომდე კარგად დაისვენე, ძალები აღიდგინე და შემოგვიერთდი კიდევ ერთ ფანტასტიკურ უქმეებზე შეკვეთილში!