Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორია, რომელიც 1890 წელს ოზურგეთში დაიბადა. 1910 წელს თბილისის კომერციულ სასწავლებელში ყოფნის დროს, მან მემანდოლინეებისა და გიტარისტთა ორკესტრი ჩამოაყალიბა, პარალელურად კი კიევის მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში სწავლობდა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერას "ქეთო და კოტე" (პირველი წარმოდგენა 1919 წლის 11 დეკემბერს გაიმართა, ა. ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით), რომელიც ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია და დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს.  ზემოთხსენებული ოპერა 1937 წელს ნაჩვენები იყო მოსკოვში საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის პირველ დეკადაზე, სხვადასხვა დროს კი ის იდგმებოდა სსრკ არაერთი საოპერო თეატრის სცენაზე. სწორედ ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით შეიქმნა  მხატვრული კინოფილმი "ქეთო და კოტე", რომელიც  ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად მიიჩნევა. ვიქტორ დოლიძის შემოქმედებაში ასევე გამოიყოფა  ოპერები: "ლეილა" (1922, ცაგარელის პიესის "ლეკის ქალი გულჯავარის" მიხედვით), "ცისანა" (1929, ერთაწმინდელის სიუჟეტზე), სიმფონიური ფანტაზია "ივერიადა" (1925), დამუშავებული აქვს აგრეთვე სამხრეთ–ოსეთში მოგზაურობის დროს ჩაწერილი ოსური ხალხური სიმღერები (1926), ოპერა "ზამირა" (1931, ოსურ ხალხურ თემებზე, დაუმთავრებელი), სიმფონია "აზერბაიჯანი" (1932), საფორტეპიანო კონცერტი (1932).

 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა