Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ლუი ამსტრონგი

ლუი ამსტრონგი (1901-1971) ამერიკელი მესაყვირე, კომპოზიტორი და ვოკალისტია, რომელიც ჯაზის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად მიიჩნევა. მისი შემოქმედებითი საქმიანობა 5 ათწლეულს მოიცავს და დროის ეს მონაკვეთი ჯაზის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა. ლუი ამსტრონგი ჯაზის დედაქალაქად წოდებულ ნიუ ორლეანში დაიბადა და გაიზარდა - მუსიკალურ სცენაზე კი აქტიურად 1920 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში ის საკუთარ მენტორს, ჯო ოლივერს ჩიკაგოში გაჰყვა, სადაც კრეოლის ჯაზ-ბენდს შეუერთდა. 

ჯო ოლივერთან თანამშრომლობის შემდეგ, მან გადაწყვიტა სამუშაოდ ნიუ იორკში გადასულიყო, სადაც იმ პერიოდის საუკეთესო აფრიკულ-ამერიკული ბენდის მონაწილე გახდა, რომელსაც ფლეტჩერ ჰენდერსონი ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებული ნიჭის და სასცენო ქარიზმის დამსახურებით ლუი ამსტრონგს სცენაზე თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია, უფრო მეტიც, ის თავისი თაობის მთავარი მუსიკალური ფიგურა გახდა, რომელმაც ჯაზის მომავალი სამუდამოდ განსაზღვრა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ამსტრონგის იმპროვიზაციული ნიჭი და საშემსრულებლო ტექნიკა. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია მუსიკასთან ურთიერთობა და მის კონცერტები მსმენელისთვის  ყოველთვის განსაკუთრებულ მუსიკალურ დღესასწაულს წარმოადგენდა.

 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა