Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
იოჰან სებასტიან ბახი

იოჰან სებასტიან ბახი ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად მიიჩნევა. ბახი აიზენახში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. იმის გამო, რომ 10 წლის ასაკაში დაობლდა, მისი აღზრდა უფროსმა ძმამ, იოჰან კრისტოფ ბახმა იკისრა, რის  შემდეგაც  მან მუსიკალური განვითარება ლიუნებურგში განაგრძო, სადაც ლიუნებურგის წმ. მიხეილის ეკლესიის გუნდის წევრი გახდა. 1703 ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახმა თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ, მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა და ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორღანისტი გახდა.  სწორედ აქ შექმნა მან თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე „კაპრიჩო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“ (1704). 

არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 შექმნა „არჩევნების კანტატა“. იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპის ქვეყნების მუსიკის კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა (ა. ვივალდისა და ა. კორელის შემოქმედება). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა „მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა“ (1716) და მრავალი სხვ.

1717 წელს მან ვაიმარი დატოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა ლაიფციგში დამკვიდრებულიყო - სწორედ ლაიფციგის პერიოდი მიიჩნევა ბახის შემოქმედების ყველაზე მდიდარ და ნაყოფიერ მონაკვეთად. ყველაზე მეტად მისი შემოქმედება ცნობილია ისეთი ინსტრუმენტული კომპოზიციებით, როგორიცაა ფუგის ხელოვნება, ბრანდენბურგის კონცერტები და გოლდბერგის ვარიაციები, აგრეთვე ვოკალური ნაწარმოებებით, მათ შორის, მათეს პასიონი და მესა სი-მინორი. 

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს მთელი შუა საუკუნეების შემდეგდროინდელი მსოფლიოს მუსიკის ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალად მიიჩნევა. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურის წყაროები გერმანული ხალხური შემოქმედებიდან და პროტესტანტული ქორალიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, აკაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან კომპოზიტორს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა.

 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა