Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ჰამლეტ გონაშვილი

“საქართველოს ხმად” აღიარებული მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა. მისი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი თეატრალურ სწავლის დროს რექტორმა მიხეილ კვესელავამ აღმოაჩინა, რომელმაც ჰამლეტს ურჩია სიმღერით პროფესიულ დონეზე დაინტერესებულიყო. 1953 წელს ჰამლეტ გონაშვილი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1969 წლიდან ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავი” შეუერთდა. ანსამბლის რეპერტუარი ხშირად სწორედ ჰამლეტისპერსონაზე იყო აწყობილი, რადგან მისი განუმეორებელი ხმის ტემბრი და ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა  ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.

ის ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე იმერულ-გურულ სიმღერებსა და საგალობლებს, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს (მთქმელის პარტიას), და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ჰამლეტ გონაშვილმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც, რომელიც ქართველის მომღერლის შესაძლებლობების ხილვით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მისი რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმიდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". ქართველ მომღერალს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი ("მოდი გიამბობ", "თოვლი", "მზეო თიბათვისა") მოარგო; 

გონაშვილის შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხურ პირველწყაროსთან სიახლოვითაა აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი, ქართული და დასავლეთ ევროპის კლასიკური მუსიკის ესთეტიკური იდეალების ერთგვარი სინთეზია. მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ - უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.

  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი