ელტონ ჯონი 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპვარსკვლავია, რომელიც მუდამ თავის ფიქრებსა და აზრებს მუსიკის ენით ავრცელებდა მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარობა და ჩარტებში ლიდერობა. 1970-დან 1996 წლამდე ელტონ ჯონის ჰიტები ყოველთვის ხვდებოდა საუკეთესო 40-ს შორის, მან ძალიან კარგად იცის, როგორ აუწყოს ფეხი დროს და აქტუალობა არ დაკარგოს. მომღერალმა The Beatles-ის მსგავსი პოპისა და როკის სინთეზის შექმნა მოახერხა და არანაკლები წარმატებით მოღვაწეობდა სოულის, დისკოსა და ქანთრის ჟანრში. ელტონისთვის უცხო არ ყოფილა კლასიკური პოპის ბალადები, პროგრესული როკი და მიუზიკლებიც კი.
ელტონ ჯონი, იგივე Reginald Kenneth Dwigth, Royal Air Force-ის ტრიუმფატორის ოჯახში 1947 წელს დაიბადა. 4 წლიდან პიანინოზე უკრავდა და 11 წლის ასაკში Royal Academy of Music-ის სტიპენდიატიც გახდა. 6-წლიანი სწავლის შემდეგ კი მუსიკალურ ბიზნესში შეაბიჯა აკადემიაც მიატოვა. 1961 წელს პირველ ბენდს, Bluesology-ის, შეუერთდა. ამის შემდეგ დღის განმავლობაში ხან ბენდთან ერთად, ხან - სასტუმროში, ხან კი ჩამწერი სტუდიებისთვის მღეროდა.
1968 წლის ზაფხულში იმ დროის რადიოს მორგებული მუსიკის შექმნა უკვე სოლო კარიერით დაიწყო, რადგან წინა სინგლები I've Been Loving You Too Long და Lady Samantha არ იყო კომერციულად წარმატებული. 1969 წლის ივნისში კი სადებიუტო ალბომი DJM-ისთვის გამოუშვა, სახელად Empty Sky. კრიტიკოსების მოწონებისდა მიუხედავად, გაყიდვები დიდად წარმატებული არც ამ შემთხვევაში ყოფილა. მეორე ალბომის გამოშვებამდე ჯონმა და ტოპინმა პროდიუსერი, გას დადჯონი და არანჟიორი პოლ ბაკმასტერი დაიქირავეს, რომელთაც ელტონ ჯონის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. 1970 წელს ამერიკაში ჩავიდა, სადაც MCA-ის სუბსიდიარი გახდა. 1971 წელს ლაივი 11-17-70 და Friends (1971)-ის საუნდტრეკი გაავრცელა, ცოტა მოგვიანებით კი ალბომი Madman Across the Water, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა ელტონისთვის გადამწყვეტი 1972 წელს გამოშვებული ალბომი Honky Chateau იყო. სინგლები - "Rocket Man" და "Honky Cat" თავის ბენდთან ერთად ჩაწერა - ბასისტი Dee Murray, დრამერი Nigel Olsson და გიტარისტი Davey Johnstone. მათი გამოშვების შემდეგ კი Honky Chateau გახდა პირველი ამერიკული ალბომი, რომელიც ჩარტის ლიდერი 5 კვირის განმავლობაში იყო.
1972 და 1976 წლებში ჯონი და ტოპინის შემოქმედების მწვერვალი იყო. Rocket Man-ის 20 ჰიტიდან უმეტესობა 4 წლის განმავლობაში საუკეთესო სიმღერებს შორის იყო. ამ დროს კი ჯონის კონცერტი ხალხში ძალიან მოთხოვნადია, ისევე როგორც მისი სინგლები და ალბომები. მუსიკოსი სწრაფი ტემპით აგრძელებდა ახალი სიმღერების გამოშვებას 1976 წლამდე. მანამ, სანამ ხმამაღლა იტყოდა, რომ ბისექსუალია. როგორც შემდეგ აღნიშნა, მას ეშინოდა, ეთქვა, რომ ჰომოსექსუალია და ერთგვარი კომპრომისი იყო ბისექსუალობაზე ლაპარაკი. ამას კი ფანების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
მისი მრავალფეროვნება, დინამიკური ქარიზმა და ცეცხლოვანი შოუები მისი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. შემდეგ კი სიმღერები "Your Song," "Rocket Man," "Goodbye Yellow Brick Road," და "Don't Let the Sun Go Down on Me" პოპის სტანდარტებად ჩამოყალიბდა.
ელტონ ჯონი “Wonderful Crazy Night"-ის ფარგლებში 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და კონცერტი Black Sea Arena-ს სცენაზე გამართა.