Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ჯორჯ ბალანჩინი
მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბალეტმაისტერი, ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში. 1914-1921 წლებში პატარა გიორგი სწავლობდა პეტერბურგის მარიას თატრთან არსებულ თეატრალურ საწავლებელში (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი). 1923 წელს დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1921-1923 წლებში იგი მონაწილეობდა მცირე სოპერო თეატრის სპექტაკლებში. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „უიღბლო ეუგენი“ (ე. ტოლერის პიესა) და „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი–კორსაკოვი). 19 წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“ რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის ცნობილი მოღვაწეები ლ. ლავროვსკი, ი. სმოლენსკი და სხვ.
 
ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მის მიერ განხორციელებული საუკეთესო დადგმებია: ს.პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), სტრავინსკის „ორფევსი“, „აპოლონი, მუზათა მბრძანებელი“ (1929), „აგონი“ (1958), „ბროლის სასახლე“ (ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. ბალანჩინი ავტორია ინგლისურენოვანი წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“. თავდაპირველად იგი დგამდა სიუჟეტიან ხოლო შემდეგ უსიუჟეტო ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს, რომელშიც განხორციელებული იყი მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპი – მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადო ხილვადი და სასიამოვნო აღსაქმელი.1962 და 1973 წლებში ჯორჯ ბალანჩინი საგასტროლოდ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში და ორივეჯერ თბილისშიც გამართა სპექტაკლები, რომლეთაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა