ეს ანო და ვანოა, მუსიკოსთა პარკის არამუსიკალური სკულპტურა, რომელიც პარკს 2022 წელს შემოემატა. ანო და ვანო არა კონკრეტული, არამედ ზოგადი სახელია, რომელიც ყოველ მკითხველს გამოხატავს, განსაკუთრებით კი პატარა მკითხველებს. ლიტერატურის სიყვარული ხომ ფანტაზიის განვითარებასა და სხვადასხვა სამყაროების აღმოჩენის შესაძლებლობაა, რაც ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის მნიშვნელოვანია.
ამ ძეგლის დადგმის ინიციატივა პარკის გულითად მეგობარს, ლევან ბუჯიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც მუსიკოსთა პარკს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სკულპტურები აჩუქა, მათ შორის, კარგად ნაცნობი ბუ, კაკადუ და წეროები. როგორც ლევანი ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატარებმა წიგნები იკითხონ და შეიყვარონ, რაც სკულპტურის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა.
ავტორი თვითნასწავლი მოქანდაკეა და სკულპტურებს 4 წლის ასაკიდან ქმნის. ამ დროის განმავლობაში კი ათასობით ნამუშევარი გააცნო საზოგადოებას. მისი მინიატურული ფიგურები არამხოლოდ თბილისის ტურისტულ ადგილებს ამშვენებს, არამედ არაერთხელ გამოფენილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
დაათვალიერე ლევან ბუჯიაშვილის შემოქმედება : Instagram