Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

წესები და პირობები

 

 

ღონისძიებაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

 

ღონისძიებაზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება

ღონისძიებაზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება ქცევის წესებს (შემდგომში: ღონისძიებაზე ქცევის წესები) და იღებს ვალდებულებას მათ შესრულებასა და დაცვაზე. ღონისძიებაზე ქცევის წესები, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს მითითებები. სტადიონის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი უფლებას იტოვებს აწარმოოს ვიდეო ან ფოტო გადაღება გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და წესრიგის დამრღვევი პირების ამოცნობის მიზნით. 

ღონისძიებაზე შესვლის პროცედურა და ვალდებულებები:

  • ღონისძიებაზე მაყურებელი (განურჩევლად მისი ასაკისა) დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის ან მოსაწვევის წარდგენის და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში.
  • მსმენელი ვალდებულია წინასწარ გაეცნოს ბილეთზე/მოსაწვევზე დატანილ ინფორმაციას.
  • მსმენელი სტადიონზე უნდა შევიდეს იმ შესასვლელიდან რომელი შესასვლელიც მითითებულია ბილეთზე/მოსაწვევზე ან/და რომელსაც მიუთითებს უფლებამოსილი პირი (მოხალისე/განმკარგულებელი/უსაფრთხოების თანამშრომელი)
  • სტადიონზე ავტომანქანით შესვლის შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ავტომანქანის საშვი ისე ბილეთი. ავტომანქანა ისევე როგორც მსმენელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას.
  • მსმენელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას ღონისძიებაზე შესვლის წინ.
  • ღონისძიებაზე შესასვლელად ბილეთი/მოსაწვევი ექვემდებარება როგორც ვიზუალურ ასევე ელექტრონულ შემოწმებას.

ღონისძიებაზე ქცევის წესები მსმენელთათვის:

  • ღონისძიებაზე აკრძალულია მსმენელის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.
  • მსმენელი ვალდებულია დაემორჩილოს მოხალისის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.
  • მსმენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მოხალისეს/განმკარგულებელს ნებისმიერი საეჭვო ქცევის ან საგნის შემჩნევის შემთხვევაში.
  • ყველა მსმენელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
  • მსმენელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის გადაცემა სხვა პირზე.
  • ღონისძიების ადგილას იკრძალება კიბეებსა და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება).
  • ღონისძიების ადგილას იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა დამსწრეთათვის.
  • იკრძალება ღონისძიების ადგილის ინფრასტრუქტურის დაზიანება.
  • ღონისძიებაზე იკრძალება რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე.
  • აკრძალულია ღონისძიების ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად გამოყენება და მათი დაზიანება.
  • იკრძალება ღონისძიების ტერიტორიაზე ღობეებზე აძრომა.
  • იკრძალება ყველანაირი ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება რომელიც ხელს შეუშლის ღონისძიების მსვლელობას.
  • აკრძალულია ორგანიზატორების მიერ დაარსებულ ზონებს შორის გადაადგილება შესაბამისი ბილეთის/აკრედიტაციის/სამაჯურის გარეშე.
  • აკრძალულია ნებისმიერი სახის ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული მასალის (მათ შორის დროშები, ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბუკლეტები და სხვა) ნაცისტური სიმბოლოს ან/და საგნის გამოყენება რომელიც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ.
  • აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცხყოფა ღონისძიებაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ.
  • ღონისძიების ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი ნიღბის ტარება ან სახის იმგვარი დაფარვა, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანის იდენტიფიცირებას. გამონაკლისია მხოლოდ ისეთი სამოსის ტარება, რომელიც ამა თუ იმ პირთა კულტურის/რელიგიის ნაწილია.
  • ღონისძიების ადგილას ნებადართულია მოწევა მხოლოდ მოსაწევად გამოყოფილ ზონებში.
  • იკრძალება ღონისძიების ტერიტორიის დანაგვიანება.
  • აკრძალულია ღონისძიების ტერიტორიაზე ყველანაირი დრონის გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე.
  • აკრძალულია ღონისძიების ტერიტორიაზე პროფესიული ვიდეო ან ფოტო გადაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • ღონისძიების ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი კომერციული აქტივობის და გაყიდვების წარმოება შესაბამის ნებართვის გარეშე.
  • ყველა სხვა ქცევა რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

ღონისძიების ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა

  • ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ.
  • ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი.
  • ადვილად აალებადი ნივთები.
  • ყველანაირი სახის პიროტექნიკა.
  • მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • ლაზერული სანათები.
  • ყველანაირი საკვები და სასმელი
  • შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.
  • ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები.
  • სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა.
  • ნებისმიერი ტიპის თხევადი სითხე.
  • შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.
  • პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • ყველა სახის მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ.
  • სპორტული ინვენტარი (გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები, ველოსიპედი).
  • მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.
  • დროშის ტარი.
  • ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაცხყოფისაკენ.
  • ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.

 

 

 

 



  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი