ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე www.bsa.ge, საკონცერტო სეზონის პერიოდში კი ბლექ სი არენის სალაროც იფუნქციონირებს. ღონისძიებაზე დასასწრებად მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის საშუალებით, მთავარია გარკვევით იკითხებოდეს ბილეთზე დატანილი QR კოდი; აკრძალულია შეძენილი ბილეთის გაყიდვა მესამე პირებზე და ასევე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე; ყოველგვარი ინციდენტის პრევენციის მიზნით სასურველია ბილეთის შენახვა ღონისძიების დასრულებამდე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.
ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის მფლობელს, ღონისძიების გაუქმების გამოცხადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი მომართვის საფუძველზე შეეძლება ბილეთის საფასურის დაბრუნება. ღონისძიების გაუქმებიდან 90 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ მომართვის შემთხვევაში, ბილეთის საფასური არ დაბრუნდება. გაითვალისწინეთ, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ბილეთის ნომინალური ღირებულება. ბილეთების საფასური ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბილეთის მფლობელის იმ საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად, რომელიც გამოყენებულ იქნა ბილეთის შეძენისას. ბილეთის მფლობელებმა, რომლებმაც ბილეთი შეიძინეს სალაროში, ბილეთების საფასურის ასანაზღაურებლად, მომართვას თან უნდა დაურთონ საბანკო რეკვიზიტები.
ბილეთების კორპორატიული შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიას უნდა დაუკავშირდეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@bsa.gov.ge;
ბლექ სი არენას დარბაზის ათი ათასობით სტუმარს შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებიც არიან, რომელთაც არა მხოლოდ ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებას ვთავაზობთ, არამედ გვსურს მათ წარუშლელი საკონცერტო მოგონებების შექმნაში დავეხმაროთ. შშმ პირებისათვის (ეტლით მოსარგებლეთათვის) განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@bsa.gov.ge
ჩვენს ღონისძიებებზე 6 წლამდე ასაკის ბავშვის დასწრება უფასოა, თუკი ის დამატებით სავარძელს არ საჭიროებს. თქვენს ბავშვებთან ერთად კომფორტული გართობისათვის კი გთავაზობთ საბავშო „უსაფრთხოების სამაჯურს“, რომლის მიღებაც შესაძლებელია ჩვენს საინფორმაციო ცენტრში. „უსაფრთხოების სამაჯურზე“ დატანილი იქნება თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემთხვევით ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა მარტივად შეძლოთ. ბავშვების უსაფრთხო გართობისთვის რეკომენდირებულია ყურის საცობების გამოყენება, რადგან ხმამაღალი მუსიკა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი პატარების სმენისთვის.
ჩვენთვის არენის ყველა გულშემატკივრის და სტუმრის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი დაცვის სამსახური მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის შრომობს, ასე რომ, გთხოვთ ითანამშრომლოთ მათთან, დაემორჩილოთ უსაფრთხოების თანამშრომლის მითითებებს და საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შესვლის წინ გაიაროთ შემოწმება. გახსოვდეთ, რომ მომხმარებლის ქცევა ღონისძიებაზე უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ ნორმებსა და ეთიკას, უნდა იყოს კორექტული და პატივი უნდა სცეს საკონცერტო დარბაზის თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს და საკონცერტო დარბაზის ქონებას; ჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას მომხარებელს მოსთხოვოს საკონცერტო დარბაზის ტერიტორიის დატოვება ბილეთის ღირებულების ანაზღაურების გარეშე.
ყოველ ღონისძიებაზე ბლექ სი არენას კარები ვიზიტორებისთვის 3 საათით ადრე იღება. შესაბამისად, გირჩევთ დროულად მოხვიდეთ ტერიტორიაზე, რათა მშვიდათ იპოვოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი, მიაგნოთ ბილეთზე მითითებულ შესასვლელს (Gate), საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შემოსასვლელად გაიაროთ შემოწმება და რაც მთავარია, რიგებს თავი აარიდოთ. გვერწმუნეთ, კონცერტის დაწყებამდე ვერ მოიწყენთ, რადგან ეზოში არაერთი ფოტო ზონა და რაც მთავარია „ფრონთ სთეიჯი“ დაგხვდებათ. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ ერთხელ სკანერდება, ამიტომ ტერიტორიიდან გასვლას და მეორედ შემოსვლას ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ ტერიტორიიდან გასვლა აუცილებელია, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საინფორმაციო ცენტრს. ასევე სასურველია საკონცერტო დარბაზში მოსვლამდე გაეცნოთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალს და გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი საკვები პროდუქტის და სასმელის შეტანა.
ყოველი ჩვენთაგანის უსაფრთხოებისთვის საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აკრძალულია შემდეგი ნივთების შემოტანა, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი აუცილებელია გაეცნოთ ჩვენს წესებს და პირობებს (terms and conditions): თუ ქვემოთ ჩამოთვლილი აკრძალული ნივთებიდან თქვენ გაქვთ რომელიმე და არ იცით სად წაიღოთ, ასეთი შემთხვევებისთვის გვაქვს შემნახველი საკნები და შეგიძლიათ ეს სერვისი გამოიყენოთ.
თქვენი დამატებითი კომფორტისთვის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია შემნახველი საკნები, რომლით სარგებლობაც ყველა ვიზიტორს შეუძლია. შემნახველი საკნის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ცენტრს, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაჯარიმდებით 10 ლარის ოდენობით.
თუ დაკარგეთ და იპოვეთ ნებისმიერი ნივთი კონცერტის დაწყებამდე, მსვლელობისას თუ შემდეგ, არ აღელდეთ - ჩვენ აქ ვართ თქვენს დასახმარებლად, ამისათვის კი საჭიროა ჩვენს საინფორმაციო ცენტრს მიმართოთ. ამავდროულად გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები დაკარგულ და მოპარულ ნივთებზე.
კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ჯგუფი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ყოველთვის ხელმისაწვდომია. ღონისძიების მსვლელობის პარალელურად ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. ასე რომ, თუ გაქვთ რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, აცნობეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.
საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე მოქმედების საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში;