2Pac-ის კარიერის დასაწყისში საერთოდ არ იყო მოსალოდნელი, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული რეპერი გახდებოდა, თუმცა დღეს 2Pac შაკური ურბანული ამერიკის ერთ-ერთი ტრაგიკული სიმბოლოა. ის ჯერ Digital Underground-ში მოცეკვავე და ერთ-ერთი ჰიპ-ჰოპ არტისტი იყო. 1991 წელს სადებიუტო ალბომის - 2Pacalypse Now - გამოქვეყნების შემდეგ კი მალევე გახდა ცნობილი და ურბანულ დრამა Juice-შიც მიიღო მონაწილეობა.
ამ ერთი წლის განმვალობაში მისი ცნობადობა დღითიდღე იზრდებოდა. ამასთანავე, არ მეგობრობდა კანონთან და გარდა ცნობილი მუსიკოსისა, ის ცნობილ კანონდამრღვევადაც იქცა. ისე აღმოჩნდა, რომ 1994 წლისთვის 2Pac-ს ციხეში იმდენივე დრო ჰქონდა გატარებული, რამდენიც ხმის ჩამწერ სტუდიაში. კრიმინალური წარსული კი 1995 წლის ალბომ Me Against the World-ს უფრო პოპულარულს ხდიდა. შედეგად, ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. გამოსარჩევია სინგლი - "Dear Mama" - რომელშიც მისი განგსტერული ტექსტების გარდა სენსიტიურობა და ემოციურობაც კარგად წარმოაჩინა. 1995 წლის ბოლოს 2Pac-მა ხელი მოაწერა Death Row Records-თან კონტრაქტს. 1996 წლის გაზაფხულზე კი ალბომი All Eyez on Me გამოუშვა და სინლით "California Love", დაადასტურა, რომ თუფაკ შაკური ნამდვილად სუპერვარსკვლავია. არტისტის განგსტერული ცხოვრების სტილი მალევე იქცა ტრაგიკულად. კარიერის პიკში ის საჯაროდ ებრძოდა Notorious B.I.G.-ის, რამაც Death Row-ში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2Pac-ის მკვლელობა 1996 წლის სექტემბერში მოულოდნელი იყო. 13 სექტემბერს, სროლიდან ექვსი დღის შემდეგ, 2Pac გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამან აქამდე გამოუცელემელი სიმღერების გამოშვება განაპირობა, მათ შორის: Don Killuminati: The 7 Day Theory (გამოცემული სახელით Makaveli 1996); R U Still Down? (Remember Me) (1997), Still I Rise (1999), Until the End of Time (2001) და Better Dayz (2002).