Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ბითლზი

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ბენდი "ბითლზი" 1960 წელს ქალაქ ლივერპულში ჩამოყალიბდა. ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის შემადგენლობით ლივერპულელმა ოთხეულმა ერთი დეკადის განმავლობაში პოპულარული მუსიკის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.  სკიფლის და 50-იანი წლების როკ-ენ-როლის გავლენით ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა თანდათან საკუთარ რეპერტუარი ფსიქოდელიური მუსიკით და როკის ჟღერადობით გაამდიდრა და საფუძველი ახალ კულტურულ ფენომენს, ბიტლომანიას ჩაუყარა. 

ბიტლზის პირველი კომერციული წარმატება 1962 წელს გამოცემულ კომპოზიციას Love Me Do მოჰყვა, რის შემდეგად მალევე გამოიცა მათი სადებიუტო კრებული Please Please Me. ჯამში ბიტლზის კატალოგი 13 სტუდიურ ალბომს და უამრავ კომპილაციურ ჩანაწერს მოიცავს, რომელთაც პოპულარული მუსიკის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონიეს. საქვეყნოდ ცნობილი სიმღერისთვის Let It Be ბენდმა 1970 წელს ამერიკული კინოაკადემიის, ოსკარის ჯილდოც კი დაიმსახურა. 2013 წლის მონაცემებით ბიტლზმა 800 მილიონზე მეტი ციფრული და ფიზიკური ჩანაწერი გაყიდა, რაც მას ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ბენდად აქცევს.  UNESCO ინიციატივით კი ყოველი წლის 16 იანვარს "ბიტლზის მსოფლიო დღე" აღინიშნება. 

 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა