R&B-ის კლასიკოსი, სტივი ვანდერი, ყველასთვის ცნობილი და ერთ-ერთი საყვარელი არტისტია. მას მცირე ასაკიდანვე მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ხმის გაძლიერებული შეგრძნება დაეხმარა ენერგიული, ფერადი მუსიკის შექმნაში. სიცოცხლითა და ამბიციებით სავსე სიმღერები მხიარული და ბედნიერია, მაშინაც კი, როცა ის რასობრივ, სოციალურ და სულიერ საკითხებს ეხებოდა.
სტივი ვანდერი არ იყო მხოლოდ ერთი ჟანრის მომღერალი. როგორც მისი შთაგონების წყარო რეი ჩარლზს, მასაც სხვადასხვა სახის მუსიკა იზიდავდა და ერთი ხმითა და ტონალობით სიმღერაზე უარს ამბობდა. სოულის, ფანკისა, როკ-ენ-როლის, ჯაზის, რეგისა და აფრიკული ელემენტების უბადლო მცოდნემ შეძლო და განხრებს შორის ბარიერი დაარღვია. მისი ხმის, რთული არანჟირების ნიჭითა და სენტიმენტალური ბალადების დახმარებით, სტივი ვანდერმა 70-იანების R&B-ის სახე შეცვალა და ერთკაციან ვირტუოზულ ჯგუფად იქცა, რომლის მოსმენაც საოცარ ორგანულ სითბოს იწვევდა.
მარვინ გაისთან და ისააკ ჰეიესთან ერთად სტივი ვანდერმა R&B უფრო სახალხო გახადა. მათი ნამუშევრები იყო შეკრული, თანმიმდევრული და მკაფიო მესიჯების მატარებელი. ამ ყველაფერმა ვანდერი R&B-ის ერთ-ერთი უდიდეს არტისტად აქცია, რომელსაც მხოლოდ მარვინ გაი, მოგვიანებით კი პრინცი ეჯიბრებოდა. მისი ხედვა 70-იან წლების ალბომების სერიაში გამოიხატა. შემოქმედებამ კი პოპულარობასთან ერთად კრიტიკოსების აღიარებაც მოუტანა. სტივი ვანდერის რეპუტაციის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ნამუშევრების დამსახურებაა, რომლებიც მოიცავს: Talking Book, Innervisions და Songs in the Key Life.
1961 წელს დაბადებული არტისტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მუსიკოსად მიიჩნევა. 22 გრემის მფლობელი მომღერალი ისევ აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ ინდუსტრიაში და 2020 წელს ახალი კონტრაქტიც გააფორმა Republic Records-თან.