"საქართველოს ბულბულად" აღიარებული მომღერალი ვანო სარაჯიშვილი 1879 წელს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 8 წლის ასაკში მანდ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლა დაიწყო, სადაც მოსწავლეთა გუნდშიც მღეროდა. 1903 წელს ახალგაზრდა მომღერალი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა - სწორედ იქ შედგა მისი დებიუტი ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად კასტელანოს ხელმძღვანელობით სარაჯიშვილი იტალიაში ბელკანტოს ხელოვნებას ეუფლებოდა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. 1908 წლიდან ის უკვე თბილისში ჩამოვიდა და თბილისის საოპერო სცენის გამორჩეულ სახედ იქცა, რომელიც პერიოდულად მონაწილეობდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს.
1923 წელს ვანო სარაჯიშვილმა მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში, რის შემდეგაც პერიოდულად ჩნდებოდა ფალიაშვილის ოპერებში. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა როგორც ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ასევ ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება და 1947 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სწორედ მისი სახელი მიენიჭა.