Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
რეი ჩარლზი

რეი ჩარლზი ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალია, რომელმაც 50-იან წლებში აღმოცენებული სოულ ჟღერადობის პიონერად მიიჩნევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემოქმედება ერთნაირი წარმატებით კვეთს ბლუზის, გოსპელის და ქანთრის მუსიკალურ საზღვრებსაც. 

რეი ჩარლზს საკმაოდ რთული ბავშვობის წლების გადატანამ მოუწია - გარდა იმისა, რომ ის სიღარიბეში იზრდებოდა, 4 წლის ასაკში მხედველობის დაქვეითებაც დაეწყო, რაც საბოლოოდ მისი დაბრმავების მიზეზად იქცა. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია თავისი მუსიკალური ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფლებინა და ინსტრუმენტებზე სრულყოფილად დაკვრა ესწავლა. შედეგად რეიმ სხვადასხვა ბენდში დაკვრა დაიწყო და 40-იანი წლების ბოლოს რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა. 1952 წელს მუსიკოსი ხმის ჩამწერ სტუადიას Atlantic Records შეუერთდა კომპოზიციები Mess Around და I've Got a Woman გამოსცა. ეს უკანასკნელი რეი ჩარლზის პირველ ჰიტად იქცა და არტისტს პირველი ამერიკული აღიარება მოუტანა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად მის გვიანდელ ნამუშევრებს Hit the Road Jack და Georgia on My Mind, რისი დამსახურებითაც რეი ჩარლზი გრემის მრავალგზის პრიზიორიც გახდა. მისი შემოქმედება აფრო-ამერიკული საზოგადოებისთვის ერთგარ ხიდად იქცა, რომელმაც იმ პერიოდის ამერიკაში არსებული ბევრი კულტურული ბარიერის რღვევას დაუდო სათავე.

 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა